სექსუალური თეთრეული vol.2 და ტელეფონი კარგი ვიბროზარით

დღეს ვალენტინობა არ არის, თუმცა სანამ დანარჩენზე გადავიდოდე, აუცილებლად უყურე ვიდეო რგოლს:

ალბათ შენც, ისევე როგორც მე, ვერ შეამჩნიე რომელი ბრენდის მობილურ ტელეფონს უპასუხა ამ მშვენიერმა არსებამ… (მმმ… ერთი წუთით?!)

დიახ, მართალია! ეს არ არის პოსტებში უკვე მრავალჯერ მოხსენიებული  Samsung Galaxy Note… ეს ტელეფონი არც ეფლის iPhone 4 არაა…

გაიცანი – Blackberry Bold 9900 

თუ ტელეფონის შეცვლას და ახლის ყიდვას გადავწყვეტ, ჩემი არჩევანი, სწორედ ბლექბერი Bold 9900  იქნება… თუმცა შეიძლებოდა ყოფილიყო ამავე ბრენდის Curve სმარტფონი.

Bold და Curve ორივე ბლექბერის სმარტფონი ტელეფონების ხაზია. ზედაპირულად ისინი თითქმის ერთნაირები არიან, მაგრამ გარკვეული დეტალები მათ ერთმანეთისგან განასხვავებს და სწორედ ეს დეტალები წარმოადგენს თითოეულის უპირატესობას. ზოგადად, ბოლდ სერიის ტელეფონების უპირატესობა უფრო მაღალი რეზოლუციის სქრინი და კამერაა, მაშინ როდესაც ქიურვის ხაზს უფრო მეტი უკაბელო კავშირის შესაძლებლობა აქვს.

რაც შეეხება თავად ამ ტელეფონს:

ჩემი მიზეზები, ანუ რატომ მაინცდამაინც ბლექბერი ბოლდ 9900:

არ მიყვარს ფაქიზი ნივთები, შესაბამისად არ მიზიდავს ისეთი ტელეფონები, რომლებსაც ხელში გემრიელად ვერ ვიჭერ. ეს ტელეფონი მოხერხებულია ხელში. მისი ღილაკები შესანიშნავად არის განლაგებული და ცერა თითითაც მშვენივრად ვიყენებ მათ. აქვს იდეალური წონა – არც ძალიან მძიმე, არც ზედმეტად მსუბუქი (ეს უკანასკნელი არ მიყვარს იმიტომ, რომ ზემოთხსენებული სიფაქიზის ასოციაციას მიქმნის) ბევრი რომ არ გავაგრძელო, თითოეული დეტალით, იდეალური ვიზუალი (ჩემთვის).

ბლექბერი მესინჯერი(BBM) და მეილი (Mail)

BBM instant message პროგრამაა, რომელიც საშუალებას გაძლევს გააგზავნო (ულიმიტო!!!) მესიჯი ყველასთან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ვინც BBM-ით სარგებლობს. პროგრამის საშუალებით შეგიძლია გააზიარო ულიმიტო მოცულობის ფოტო, ვიდეო, მუსიკალური მასალა.

Mail პროგრამა კი საშუალებას გაძლევს შენი მეილი მიამაგრო და მიიღო-გააგზავნო მეილი ტელეფონის საშუალებით. უპირატესობა სხვა ტელეფონების მეილ მომსახურებასთან ის გახლავს, რომ ელექტრონულ წერილს ტელეფონზე ღებულობ მის საფოსტო ყუთში მოხვედრისთანავე.

 იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი პრიორიტეტები – მეილი, გამარტივებული შეარინგი, სწრაფი ინტერნეტ კავშირი და მოხერხებული შეფუთვაა, სწორედ ეს ტელეფონი გახდა ჩემი რჩეული. 

მოკლედ, კიდევ ბევრ მიზეზს ჩამოვთვლიდი, მაგრამ მერე შენც მოგინდება, ამიტომ ეს ტელეფონი თავისი კარგი ვიბროზარითა და სექსუალური თეთრეულით ჩემთან დატოვე, შენ კი წადი Samsung Galaxy Note შეიძინე(თუ ჯერ არ გაქვს) და მაგთი 1 წლის მანძილზე ყოველთვიური 1 გეგაბაიტი ინტერნეტით დაგასაჩუქრებს:)

Advertisements

4 comments

  1. au dzlivs kidev erti adamiani, romelic iPhone 4-ze ar ocnebobs, ver itan am gatutucebuli bavshvebis satamashos! mec Blackberry momwons, oghond klaviaturiani, sensorebiani iPhones magonebs da maghizianebs 😀 ❤

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s