Coffee Break, Tbilisi, Georgia.

რა ჯობია მყუდროდ მოკალათებას, ყავით და სიგარეტით, ლაპარაკს ნებისმიერ თემაზე რაც თავში მოგივა და დასვენებას? შენ არ ვიცი როგორ ზიხარ პოსტის კითხვისას, მე ყავას ვსვამ, სიგარეტს ამ წამს მოვუკიდე და ჩემს ერთობ მივიწყებულ ბლოგზე პოსტის წერა დავიწყე.

მაისის ზომიერად თბილსა და სასიამოვნო გაზაფხულზე, რომ გითხრა რამე განსაკუთრებული ხდებათქო, მოგატყუებ. თუ იმას არ ჩავთვლი, რომ რამდენიმე სასიამოვნო დღე მქონდა (მაგალითად Friday Night At Unique) და ჰო, ახალი სამსახური (ამაზე ოდნავ მოგვიანებით)

→ Starbucks

გახსოვს ალბათ, ერთერთ პოსტში (და არამარტო პოსტში), ვწუწუნებდი, რატომ არ არის საქართველოში Starbucks-თქო. და აი ისიც, გამოჩნდა…  ყავის სახლის რა გითხრა, მაგრამ თვითონ ყავის შეძენა უკვე შესაძლებელია სუპერმარკეტ ბიგბენში – ჭავჭავაძის გამზ. 52 | სუპერმარკეტში – ნაფარეულის ქუჩა 9

“შემოთავაზებულია მხოლოდ 3 სახის დაფქული ყავა პრესისა და მანქანისთვის, რომლებიც ჩვენს კედელზე შეგიძლიათ იხილოთ.მომავალში იგეგმება სტარბაქსის სხვა ყავების შემოტანაც.” (c) Starbucks In Georgia

! ფასი არ მომეწონა, 35 ლარი 340 გრამი დაფქვილი ყავისთვის (თუნდაც სთარბაქსისთვის) ძალიან ძვირია.

→ Coffee Sisauri

რა თქმა უნდა, სთარბაქსის ბრენდთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ, გავიგე, რომ შესაძლებელია ხსნადი ყავის წონით ყიდვა. დგას პატარა ჯიხურები, სადაც შესაძლებელია იყიდო სხვადასხვა სახეობის ყავა, ჭიქები და ა.შ ყიდვა შესაძლებელია კოლმეურნეობის მოედანზე, სუპერმარკეტ “პოპულში”, ასევე “თბილისი ცენტრალში”. შეიძლება კიდევ სხვაგანაც იყიდება, მე მხოლოდ ამ წერტილებში ვნახე. ფასი: 100გრ. 5 ლარი. მოკლედ, ვიყიდე 200 გრამი და სახლში ბედნიერი დავბრუნდი იმიტომ, რომ შეფუთვა მომეწონა. არ ვიცი რატომ მაქვს გართულება, მაგრამ მგონია შეფუთვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა ყავას ეხება. ვერ წარმოიდგენ რა სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ამ ქაღალდის პაკეტს სახლისკენ რომ მომქონდა… 

! გავსინჯე და ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი, მაინცდამაინც ისეთი კარგი არ არის, ანუ მაგალითად ნესკაფე მირჩევნია: ) 

→ თბილისი, ყავა და მე

ეს ერთი შეხედვით მარტივი საქმე – ყავის შერჩევა, არც თუ ისე მარტივი ყოფილა. ზოგს ფასს ვუწუნებ, ზოგს ხარისხს, ზოგსაც ორივეს. მიუხედავად ამისა, თბილისში ყავა ყოველთვის აქტუალური იყო და დღემდე ასეა. არამგონია ჩემნაირი მანიაკები ბევრი იყვნენ, მაგრამ მაინც… 🙂

იცი თუ არა, რომ: ბევრ ქვეყანაში ყავას ყნოსავენ პარფიუმერიის მაღაზიებში, რომ ერთი სუნამოს მოსინჯვის შემდეგ, მეორეს სურნელი იგრძნო.

 ამიტომაც, ჩემი მეგობარი ახალი ჩამოსული რომ იყო ა.შ.შ-დან, “ისი-პარი”-ში იკითხა ყავა ხომარ გაქვთო, რაზეც კონსულტანტმა გოგონამ გადაწყვიტა “მკერავსო” და ყავა კიარა, პანჩურს ძლივს გადარჩა (მოგეხსენებათ ჩვენი, ქართული “მაღალგანვითარებული” მომსახურების  სქილების შესახებ)

ჩემი ყავის ფინჯანი დაცარიელდა, იმედია შენც გემრიელად მიირთვი: )

პ.ს ჩემი Coffee Break ფეიჯისთვის  ფოტოების თვალიერებისას, ეპიკ ფეილ ჭიქა აღმოვაჩინე. ამ ჭიქით დალევა ვინმეს უნდა?
 
Advertisements

16 comments

  1. ყავა ❤ კარგი ყავა ❤ ❤ ყავის აქტუალურობაზე გამახსენდა :)) მახსოვს ბავშვობაში საფქვავიდან მარცვლებს ვიპარავდი ხოლმე და ჩუმად ვჭამდი :)) ალბათ ბევრი აკეთებდა ასე, შეიძლება შენც

  2. მე არ მიყვარს ყავა, ზედმეტად მწარეა ჩემთვის, არადა ვიცი, რომ ნამდვილი ყავის მუღამი ზუსტად მის სიმწარეშია, ხომ მართალი ვარ, ყავის მოყვარულებო? )

  3. ყავასთან ერთად ორცხობილები და შენი პოსტები ანუ
    დღის რამდენიმე სასიამოვნო წუთი…. 🙂

  4. 🙂 რა სასიამოვნოდ ჩავიკითხე 🙂
    შენ არ ვიცი როგორ ზიხარ პოსტის კითხვისას, მე ყავას ვსვამ, სიგარეტს ამ წამს მოვუკიდე და ჩემს ერთობ მივიწყებულ ბლოგზე პოსტის წერა დავიწყე———-მე? ყავას ვსვამ მხოლოდ და ვიხსენებ რა კარგი იყო, როდესაც სიიგარეტის მოწევაც შემეძლო 😦

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s