წერილი ადრესატს ეძებს…

გამარჯობა,

როგორ ხარ?

თბილისში ბოლო რამდენიმე დღე წვიმდა. საერთოდ წვიმა მიყვარს, მაგრამ არა მაშინ, როცა სიმყუდროვის ნაკლებობაა. იცი, ასეთ დროს წვიმიანი ჰორიზონტი კიდევ უფრო მინაცრისფრებს ხოლმე, ამ ისედაც ნათელს მოკლებულ, შავ-თეთრ რეალობას.

დიდი ხანია ფურცელზე არაფერი დამიწერია. ვორდში აკრეფილ ტექსტს კი სინამდვილე აკლია. Ctrl x, Ctrl v… ჩასწორებულ-ჩანაცვლებული აბზაცები, წაშლაც უფრო მარტივია. ცხოვრებაში კი, ფურცელზე კალმით ნაწერის არ იყოს, არც ctrl x, არც ctrl s და მით უმეტეს delete არ არსებობს. მხოლოდ იმავე კალმის მელნით თუ გადაჩხაპნი უხეშად.

ასევე დიდი ხანია არ მომხდარა რამე კარგი. წყევლის რომ მჯეროდეს, ვიტყოდი დაწყევლილი ვართქო, ბოლო კვირაში ხშირად მახსენდება ბრიტანული იუმორის შედევრი “ლონდონში რომ არ ვცხოვრობდე, ვიფიქრებდი ლონდონში ხომ არ ვცხოვრობთქო” და ამ წინადადების პერეფრაზი იყო წყევლაზეც. ერთიც და მეორეც წვიმების ბრალია ალბათ.

დღეს ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი, რაც მე მჭირს “პროგრესის შიმშილია”… სასწრაფოდ ვსაჭიროებ განვითარებას, პროგრესს.

შენ რა გჭირდება?

რისი შიმშილი გაქვს?

ახლა ვწევარ, საბანში უფრო და უფრო ვიძირები, ამას გვერდით რომ გადავდებ, სტიგ ლარსონის “გოგონა დრაკონის ტატუთი” უნდა ავიღო და წავიკითხავ, სანამ წერილი ადრესატს იპოვის….

ever your’s March

P.S ძალიან პირადი პოსტების კატეგორიიდან

Advertisements

6 comments

  1. მგონი ყველას აქვს პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც რაღაცის ნაკლებობას განიცდის . ერთი გენიალუირი ფრაზა მომყვება ბავშვობიდან “ესეც გაივლის” (სოლომონ ბრძენს ეწერა ბეჭედზე, რომელიც მუდამ ეკეთა). ხოდა რაიმე ცუდი რომ ხდება ჩემს ცხოვრებაში ვინარჩუნებ ოპტიმიზმს და წყნარად ვფიქრობ : ” ესეც გაივლის” .

    p.s. კიდევ კარგი წერია “რომ მჯეროდესო” დებილობაა ეს წყევლა და ჯადოები. იდიოტების გასართობადაა მოგონილი:)ერთი პოსტი უნდა დავწერო ისე სახალისო იქნება რას იტყვი?.

      1. უფრო ჯადოებზე:) თბილისში როგორ სჯერათ და ეგრეთ წოდებული ჯადოქრები მაგარ ფულს აკეთებენ :)))
        სამარცხვინოდ ჩვენდა.

    1. ხო, ეგ ვიცი მაგრად მომწონს კიდეც : ))… ეს იდეაში პოსტი არც უნდა ყოფილიყო მაგრამ ზუსტად 2 წუთში დავწერე და მომინდა გადმოტანა… დიდი არაფერი, უბრალოდ ძალიან ჩემი რეალობიდან იყო 🙂

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s