ბავშვები დახმარების მოლოდინში

საერთოდ არ მეხერხება გულისამაჩუყებელი პოსტების წერა, არც ზედმეტად გულისხმიერსა და კეთილ ადამიანად მომიაზრებენ გარშემომყოფები (ალბათ) და ბავშვებისადმი განსაკუთრებით თბილი ქცევებიც არ მახასიათებს, მაგრამ… არის ერთი “მაგრამ”, რომლის წინაშე მეც, ეს ერთი შეხედვით ცივი ადამიანი, ვითრგუნები და ყელში ბურთივით მაწვება …

…როცა საქმე ბავშვების სიცოცხლეს ეხება. როცა გამოსავალი არსებობს, მაგრამ პრობლემა გადაუჭრელი რჩება უფულობის გამო.

თუ შენ ფეისბუქის მომხმარებელი ხარ, ალბათ ხშირად გხვდება დახმარების მოთხოვნით დაშეარებულ-დალაიქებული ფოტოები, სადაც ფულად დახმარებას დაავადებული ბავშვების მშობლები ითხოვენ. სიმართლე გითხრა, არასდროს დამიშეარებია/დამილაიქებია მსგავსი ფოტო, რადგან ვთვლი ეს დახმარება არ არის + თითქმის არასდროს მჯერა, რომ ეს რეალურად ბავშვის დასახმარებლად კეთდება. შესაბამისად, მე რომ ფული მქონდეს, აუცილებლად პირდაპირ ორგანიზაციას ან დაავადებული ბავშვის ოჯახს მივაკითხავდი ფინანსური დახმარებით.

არ ვიცი გაქვს თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ ლეიკემია განკურნებადია. თუმცა საქართველოში საკმაოდ რთულია ამ დაავადებასთან ბრძოლა. ოჯახების უმრავლესობას შესაბამისი სახსრები არ გააჩნია და ამიტომაც, სამწუხაროდ, მას ბავშვების სიცოცხლე  ეწირება… : (

გუშინ “ახალი ნათების”ცენტრალურ საგამოფენო პავილიონში პრესკონფერენციას დავესწარი.

15 მაისიდან დაიწყო საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. “ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი” იზრუნებს საქართველოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენასა და მდგომარეობაზე ინფორმაციის მოპოვებაზე. როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ირმა გაბინაშვილი – ახალი ნათების დამაარსებელი ყოფილა და სამწუხაროდ გარდაიცვალა. ფონდის შექმნა კი სწორედ მისი კეთილი საქმეების გასაგრძელებლად გადაწყვიტეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევის, ისევე როგორც დახმარების პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე. გაშუქდება ფეისბუქის გვერდზე: ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ახალი ნათებაასევე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაკითხოს ფონდს და თავად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულ დეტალებზე.

თვითონ აქციას რაც შეეხება, 15 მაისიდან – 15 ივნისის ჩათვლით ახალი ნათების მაღაზიათა ქსელში შეძენილი Philips–ისა და Opple-ს ეკონომიური ნათურებიდან შემოსული თანხის 10% გადაირიცხება “ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდში” – რომელიც თავის მხრივ მთელს ამ თანხას მოახმარს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარებას.

მე აუცილებლად წავალ და მივიღებ აქციაში მონაწილეობას, იმედია საზოგადოებაც იაქტიურებს და ეს მცირე თანხები, ერთიანად რეალურად დაეხმარება ბავშვებს ჯანმრთელი ცხოვრების გასაგრძელებლად.

Advertisements

One comment

  1. ამ (და არა მარტო ამ დაავადებით, ზოგადად უამრავი განუკურნებელი სენით) ძალიან ბევრი პატარა იტანჯება. მათ ნამდვილად ჭირდებათ თითოეული ჩვენგანის დახმარება, ამ ბავშვებს ჩვენი თანადგომა ჭირდებათ ჯანმრთელი სიცოცხლის გასაგრძელებლად, ჯანმრთელობის გარეშე ხომ მათი ცხოვრება მუდამ დაბრკოლებებით და უსიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე.

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s