ჰომოფობია თუ კანონდარღვევა?

მაშ ასე, დაახლოებით 10 წუთი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პოსტი, მაგრამ საბოლოოდ დადებითი გადაწყვეტილება მივიღე და როგორც ხედავ პოსტიც დავწერე. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ძნელია კარგი გამგების პოვნა და ათას იარლიყს აწებებენ უბრალო ამბებს. ბუზს სპილოდ აქცევენ, სპილოს მთვარეზე ექსპედიციად. მაგრამ, ამაზე მოგვიანებით, ეხლა უბრალოდ რა ხდებოდა დღეს…

ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება და არასდროს არც ერთ ადამიანთა ჯგუფს არ მივუდგები ჩემი სუბიექტური მოსაზრებებით. დასკვნებს მხოლოდ დაფიქრებისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე გამოვიტან ხოლმე.

მივყვეთ დეტალურად. ყველაფერი დაიწყო ასე:

არცთუ დიდი ხნის წინ, (2012 წლის 27 მარტს) საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს და  კანონის თანახმად:

 თუმცა მსვლელობის ჩასატარებლად კანონი და ფეისბუქზე მოწოდება საკმარისი არ იქნებოდა, შესაბამისად, ორგანიზაცია იდენტობამ მერიისგან მიიღო ნებართვა, რომლის თანახმადაც, 17 მაისს უფლება ჰქონდათ ჩაეტარებინათ მშვიდობიანი მსვლელობა. ამ ტიპის ნებართვის დროს, პოლიცია ვალდებულია ხელი შეუწყოს აქციის მშვიდობიანად დასრულებას.

რა მოხდა სინამდვილეში?

აქციას წინ გადაეღობა მმკ (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი), ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, თუმცა ის, რამაც ყველაზე მეტად გამაღზიანა – პოლიციის არაადეკვატური ქცევა იყო. მესმის, რომ პოლიციელი თავაზიანი ახალგაზრდა, პატივს სცემს “მამაოს წვერს”, მაგრამ როცა შენ კანონს იცავ, “მაშინ ჩვენ თვითონ აღვკვეთავთ”-ს მსგავს ფრაზებზე, ადეკვატური რეაქციაც უნდა იყოს.

სამწუხაროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციამ აქციის მშვიდობით ჩატარების ხელშეწყობის ნაცვლად, მონაწილეები დააკავა.

ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ მაგალითად ამ პოსტში – > Click here

კითხვები და პროტესტი, რომელიც გამიჩნდა

  1. თუ კი მსგავსი მსვლელობა პროპაგანდად არის მიჩნეული, ხოლო პროპაგანდა არ არის ნებადართული, მაშინ მერია რატომ გასცემს მსგავს ნებართვას?
  2. თუ პოლიცია მარტივად აპატიმრებს ახალგაზრდა გოგონას, მაშინ იმავე(ან უარესი) საქციელისთვის რატომ არ ისჯება “მოძღვარი” ან “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მამა”?
  3. თუკი კანონით გაითვალისწინე, რომ  სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივი არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, მაშინ რატომ არ აქვს პოლიციას რეაქცია ამაზე?
  4. მმკ-ს საქციელი არამხოლოდ კანონის, არამედ მართლმადიდებლური იდეოლოგიის ფარგლებსაც ხომარ სცდება??

არის თუ არა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა სასურველი ეს ცალკე თემაა, მაგრამ თუ დემოკრატიასა და ადამიანურ, განვითარებულ საზოგადოებაზე გვაქვს პრეტენზია, მოდით ჩვენ სანამ რამეს ვიზამთ ცოტა მეტად დავფიქრდეთ, ხოლო “ზემოთ”, სანამ ხელს მოაწერთ, ჯერ ჩამოყალიბდით.

მადლობთ, სიძულვილითა და გულისრევის შეგრძნებით,  March.

Advertisements

12 comments

  1. Cititebis wyaro iqneb gamomigzavno. rac sheexeba sisxlissamartlebriv pasuxismgeblobas axlave gagcem mag kitxvaze pasuxs, aq qmedeba sheidzleba sheicavdes sisxlis samartlis 142 muxlis ,,adamianta tanasworuplebianobis dargvevais,, nishnebs, tumca paktebs radgan ar vicnob dznelia rame vtkva, aqve am muxlishi aris datkma, dargvevam unda gamoiwviosadamianis uplebata arsebiti dargveva rac unda gamoixatos mdzime shedegshi (sicocxlis mospoba, janmrtelobis ganzrax mdzime dazianeba da msgavsi shedegebi) rac saxeze ar gvaqvs, ase rom sisxlis samartlebrivi pasuxismgebloba gamoricxulia. rac sheexeba shen citirebas eg sisxlis samartlis zogadi nawilia, sasjelis danishvnis zogadi sawyisebi, anu es aris debulebebi romelic mosamartlem sasjelis danishvnis stadiashi shesadzebelia gamoiyenos da ara raime konkretuli qmedebis amkrdzalavi norma. sisxlis samartlebrivi pasuxismgebloba tu gamoricxulia ratkmaunda gamoricxulia mititeba sasjelis damamdzimebel garemoebebze

    1. წყარო მითითებულია “ორგანიზაცია იდენტობა”
      ეხლა რაც შეეხება მუხლს – 142 მუხლის თანახმად შეუწყნარებლობაზეა საუბარი. სიტყვები კარგად წაიკითხე ძვირფასო იურისტო. და თავად სიტუაციას რაც შეეხება, თუ ამ ამბის იურიდიული შეფასება გსურს, ჯერ უმჯობესი იქნება პირადი სუბიექტური/ჰომოფობიური დამოკიდებულება გადადო გვერდზე. მაგრამ რადგან ჩემი ბლოგის მკითხველებმა შენი ვინაობა არ იციან, შესაბამისად არ იციან შენი ამ საქმისადმი დამოკიდებულება, აქვე მე შევთავაზებ მათ შენი საუბრის კოპირებას და დავამთავროთ:
      Orson AloneWalker
      he he dges pedatastebi aipizdnen

      2 hours agoAnano Iashvili
      აუ აი
      ცხოვრებაში
      შენთვის ცუდი არაფერი მითქვამს
      ხოდა ეხლა გეტყვი
      დაიმედია
      დიდ ხანს არ დაგავიწყდება
      გინდა?

      2 hours agoOrson AloneWalker
      :d
      au dges tu io ar vicodi tore mec mivigebdi monawileobas magat akapoeebashi
      skinhedta asociacias vkmni

      Orson AloneWalker
      ME MARTLA SHEVKMNI IMITO RO PASHISTI VAR

      2 hours agoAnano Iashvili
      მეც მართლა
      გეუბნები

      about an hour agoOrson AloneWalker
      RA GJIRS ANANO SAQARTVELOA XO ICI DA AQ SANAM CHEMNAIREBI IARSEBEBEN EGETEBI VER GAVA RO MOVKVDEBIT MERE TAVISUPLEBI IQNEBIAN

      მოკლედ, ეს დავდე მერე ვინმემ მიკერძოებაში რომ არ დამდოს ბრალი და შენ რაც შეგეხება, ჯობია კომენტარი აღარ დამიტოვო (პირადი მიზეზებით, ხვდები ალბათ)

      იმედი მაქვს, ამდენად მაინც დამდებ პატივს.

  2. სიტყვის და ქმედების თავისუფლების დარღვევა… საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ:( ისე ჩვენში რომ დარჩეს ან ეს აქცია რა მოსაწყობი იყო მაგრამ, რახან მოაწყეს და გააკეთეს , თნაც მერიის ნებართვით, იმდენი უნდა შეძლოს სახელმწიფომ რომ მათი ლოცვა-კურთხევით მოწყობილ აქციაზე ესეთი სცენები და ფაქტები არ ხდებოდეს. ადმიანის უფლებათა ზღვარგადასული დარღვევა იყო.

  3. “ნეტა ყველა თავის ორიენტაციას მიხედავდეს და ერთმანეთისაგან ნებართვას არ ითხოვდნენ, ვინ შეიყვარონ და ვინ არა. ამოვიდა ყელში” – ჩემი ბოლო სტატუსი ფეისბუქზე..

    1. ჩაიარა ამ ამბებმა უკვე, იმ პერიოდში 1-2 დღე ნერვებს ხელით ვატარებდი :დ მე არ მაქვს საუბარი რადიკალურ მხარდაჭერაზე, უბრალოდ ვთვლი რომ ობიექტურად შეფასების უნარი არ უნდა დაიკარგოს. არადა სამწუხაროდ ეს რადიკალური “ზიზღი” ძალიან მაღიზიანებს.

      1. რა თქმა უნდა. მე ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ქსენოფობიური, რასისტული და ჰომოფობიური განწყობა მაწუხებს და მგონია, რომ ეს ჩემი პრობლემაც არის.

  4. ისე მე მაგათი მომხრე ვარ და შემდეგში კიდე გამოსვლას რო დააპირებენ პედოფილების უფლებებიც დაიცვან რა!!!!111
    მემგონი მაგთი უფლებები რო ირღვევა სხვები კიდე კაი პონტში ხართ/

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s