მარტინი უნიქის ტერასაზე

ხუთშაბათს, როგორც წინა პოსტში დავაანონსე, მარტინის ივენთზე ვიყავი მიწვეული, უნიქის ტერასაზე. წინა ივენთზე პირველად მოვინახულე ეს ტერასა და შესაბამისად, პირველ რიგში, ამან გამახარა, რომ წვეულება სწორედ იქ და არა სხვა სართულზე იქნებოდა. დრეს კოდი – საღამოს კაბა (Party Dress). შესაბამისად, შავ კაბასა და შავ დაბალ ფეხსაცმელში გამოვეწყვე და მეგობართან ერთად უნიკისკენ წავედი.

სამწუხაროდ, ამინდმა ზურგი გვაქცია და საშინლად წვიმდა. მიუხედავად ამისა, წვიმას ხელი არ შეუშლია ტერასაზე მარტინის ივენთის გამართვაში. უბრალოდ გადახურეს და როცა შევედი, დამსწრე საზოგადოება მაგიდებთან მარტინის შეექცეოდა სასიამოვნო მუსიკის ფონზე. ასევე, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის მარტინის გოგონები და არანაკლებ სასიამოვნო საზოგადოება.

შევედი თუ არა, ერთი მაგიდა ბლოგერებიც დავინახე, რაც ძალიან მესიამოვნა, ნაცნობი კამპანია ყოველთვის მიქმნის კომფორტს.

ძალიან ბევრი ვიჭორავე ბლოგერებთან. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სიყვარულოვნა პირველად ვიხილე კაბით, ფოტოებს თუ არ ჩავთვლით, თანაც ძალიან უხდებოდა და კარგად გამოიყურებოდა. და კიდევ, აღსანიშნავია თუ როგორ უხდება ან ნა-ს თმის ახალი ვარცხნილობა ^_^…  მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა დრეს კოდის შესაბამისად, კაბებში იყო გამოწყობილი და ძაალიან დიდი ხანია არ მინახავს ამდენი კაბიანი ლამაზმანი ერთად : ))…

მერე ტრუფელისგან გაშავებული კბილებით გავიღიმე და ჩემი შავი ღიმილით შევაშინე საზოგადოება.

ცოტა ხანში პრეზენტაციაც დაიწყო, სადაც შევიტყვეთ, რომ მარტინი ეძებს სახეს, 25+ ასაკის, მდედრობითი სქესის. ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. დაწვრილებით პირობების შესახებ Pink.ge-ზე მოგიყვები.

მშვენიერი საღამო გამოვიდა, სანამ დანარჩენი თბილისი “ნათებით” შეშფოთებული იყო, ჩვენ მარტინით შევთვერით და კარგი დრო გავატარეთ. სამაგიეროდ სახლში მოსულს სიცხემ ამიწია (ვირუსი : | )

მიუხედავად ამისა მეორე დღეს Freedom Music-ზე ვიყავი წასასვლელი, ამაზე აუცილებლად მოგიყვები, შემდეგ პოსტში.

Advertisements

7 comments

  1. საბოლოოდ მივხვდი რომ მოწყვეტილივარ ნორმალურ/მხიარულ ცხოვრებას. 😐
    პ.ს. ;დ კბილები ეგრე რო დაიტოვო?

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s