Freedom Music Event

პარასკევს დილიდან სიცხე მქონდა, მაგრამ ამ ივენთს თითქმის ერთი კვირა ველოდებოდი, შესაბამისად წასვლა არ გადამიფიქრებია და საღამოს 11-ის წუთებზე უკვე ტელევიზიის პავილიონის წინ ვიდექი ჯესისთან და რამდენიმე ნაცნობთან ერთად. ბლოგერებიდან ჩვენ გარდა კიდევ გიორგი მანთიძე და ქილიფა იყვნენ, რომლებსაც უკვე შესულებს მოვკარი თვალი დიდი ფანჯრიდან (სამივეს ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ივენთის შესახებ)

ცოტა არ იყოს პრობლემური ფეისკონტროლის გავლის შემდეგ პავილიონში შევედით და შესასვლელშივე მოვაწერეთ ხელი პატარა ბარათებზე (სადაც ხელმოწერით ვადასტურებდით, რომ ვართ სრულწლოვნები და ფოტოგადაღების უფლებას ვიძლევით)… სამაჯურებიც გაგვიკეთეს.

 დარბაზში შევედით…კარგი მუსიკა, ცოტათი ცხელოდა (ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე), მაგრამ კუთხეებში გაგრილებაც შეიძლებოდა.

მთელ სიგრძეზე, ბარის წინ მაგიდებიც იდგა, შესაბამისად დალევა აუცილებელი არ იყო სიარულის ან ცეკვის დროს “მოგეხერხებინა”.

სიგარეტი ვიყიდეთ – საჩუქრად ჩანთა, ყელზე ჩამოსაკიდებელი (რაღაც რომ ანათებს სახელი არ ვიცი, ეგ) და უფასო კოქტეილის ბარათი მივიღეთ. 

 უფასო კოქტეილი, რამდენიმე ჭიქა ლუდი და კოლაც დავლიეთ(სხვათაშორის ფასებით აღფრთოვანებული ვარ, კარგი იქნებოდა კლუბებში ყველგან ასეთი ფასები რომ იყოს), ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გართობის ზონებზე გაგვეგო მეტი და დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე დარბაზში დავბოდიალებდით.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ივენთის ფბ აღწერაში ეწერა, რომ იქნებოდა გართობის ზონები. მაშ ასე, რა ზონები იყო:

→ ფოტოგადაღება – სადაც ნებისმიერი მსურველი მიდის, იღებს ფოტოს და ეს ფოტო ავტომატურად იტვირთება Freedom Music Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე

→ ხმის მიცემა – დიდი ყურსასმენით უსმენ რამდენიმე სხვადასხვა შემსრულებელს და აძლევ ხმას, ამ კუთხეში ჯესიმ იაქტიურა და საჩუქრად კეპი მიიღო.

→ დიჯეის კუთხე – მიდიხარ დიჯეისთან, რომელიც გიხსნის როგორ უნდა გამიქსო ორი სხვადასხვა მუსიკა.  ეს მომეწონა ძალიან, მივედი და მგონი დიჯეის ჩემზე უნიჭო არაფერი შეხვედრია აქამდე.  დიდის ამბით Dj-ს საქმიანობით დავკავდი, მაგრამ Fail 😀

 ყველა კუთხე რომ მოვიარეთ მერე უკვე ცეკვა დავიწყეთ და წინ, ხალხის მასაში აღმოვჩნდით.

  საკმაოდ გვიან, კარგ ხასიათზე წამოვედი. მიხარია, რომ უკვე თბილისშიც შესაძლებელია კარგად ორგანიზებულ, ხალხის გართობაზე ორიენტირებულ ივენთზე დასწრება. სადაც შესვლა ფასიანი არ არის და დალევაც საკმაოდ ნორმალურ ფასად არის შესაძლებელი.

თუ შენ არ ყოფილხარ პარასკევს, აუცილებლად შეიარე Freedom Music Georgia-ს ფეიჯზე, რომ შემდეგზე არ გამოგრჩეს მსგავსი ივენთი.

P.S ფოტოების ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით, ყოჩაღ ჯესის მობილური, ესეც რომ შეძლო!

P.P.S მადლობა ჯესის კომპანიის გაწევისა და ფოტოებისთვის : )

Advertisements

5 comments

  1. გამოხმაურება: Freedom Music Event

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s