Elle Cover Make Up ❤

დიდი ხანია სილამაზესა და ჯანმრთელობაზე პოსტი არ დამიწერია. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო დროს სხვა რამეებზე მეტად ვფიქრობ. გუშინ ჟურნალ ELLE-ს სტატიას ვკითხულობდი და იქ აღმოვაჩინე, ამავე ჟურნალის მიერ დასახელებული თვის “ჟურნალის ყდის მაკიაჟი”.

ალბათ იცი, რომ ჩემი სუნამოსა და ტანის ლოსიონის გამო, Clinique-ს დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჟურნალის ყდისთვის გამოყენებული თითოეული პროდუქცია კი, სწორედ ამ ბრენდს ეკუთვნის.

ივნისში ყველაზე საჭირო მაკიაჟი, ჟურნალს თუ დავუჯერებთ:

ავტორუჯი,  Self Sun, Clinique. მისი ეფექტი არამხოლოდ გამამუქებელია, არამედ კანს არბილებს და არ ტოვებს ლაქებს. (ხშირად ამ ეფექტის მისაღებად იყენებენ ხოლმე მუქ ტონალურ კრემს, რაც ნამდვილი საშინელებაა, რუჯზე მეტად ნიღაბს გავს და “გაშპაკლული” სახე სულაც არ არის მიმზიდველი)

 ჰაილაითერი Airbrush Concealer, Clinique. გამოიყენება სახის გარკვეული ზონების გამოსაკვეთად. შეგიძლია გამოიყენო თვალის კუთხეებში, ასევე წარბებთან.

 პუდრა True Bronze Pressed Powder Bronzer. თუ მას წაისვამ შემდეგ ზონებზე: ღაწვები, ცხვირი, შუბლი და ნიკაპი, რუჯი მიიღებს სრულიად ნატურალურ შეხედულებას.

 თვალის ჩრდილი, Eye Shadow602, Clinique. გადაისვი ყავისფერი თვალის ჩრდილი მოძრავ თვალის ქუთუთოზე, ხოლო წამწამების გასწვრივ გახაზე მწვანე ან იასამნისფერი თვალის ფანქარით.

 თვალის ფანქარი, Quickliner for Eyes Intense, 07, Clinique. გადაისვი თვალის ქვედა ქუთუთოზე ძალიან მკრთალად.

 თვალის ფანქარი, Cream Shaper for Eyes, 106, Clinique

 თვალის ჩრდილი, Colour Surge Eye Shadow, 307, Clinique. ფერადი ტუში მშვენიერია საზაფხულოდ, თუმცა მისი ჩანაცვლება მარტივად შეიძლება თვალის ჩრდილით, თუ შავ ტუშზე ოდნავ გადაისვამ ჩრდილს.

 პომადა, Long Last Lipstick, Runway Coral, Clinique. სეზონის ყველაზე აქტუალური ფერებია ღია, მკაფიო და კენკროვანი ფერები. მკრთალი ფერები არ იქნება მომგებიანი გარუჯულ კანზე.

 პირადად მე, იშვიათად ვიყენებ მკვეთრ მაკიაჟს ორი მიზეზით:

1. არცთუ კარგად გამომდის.

2. ძირითადად სპორტულად ვარ ჩაცმული და არ მიყვარს სპორტულ ტანსაცმელზე მაკიაჟი.

მიუხედავად ამისა, მსგავსი რჩევები ხშირად საჭირო დროს მახსენდება და მადგება ხოლმე. იმედი მაქვს შენც გამოგადგება, მით უმეტეს, თუ მაკიაჟს ხშირად იყენებ.

Clinique-ს ეს პროდუქცია არ ვიცი ხელმისაწვდომია თუ არა ქართულ პარფიუმერულ მაღაზიებში (ისევ და ისევ, ჩემი უმაკიაჟო ცხოვრების სტილის გამო), მაგრამ ვფიქრობ ამ ეფექტების მიღება, ნებისმიერი ხარისხიანი ბრენდის იგივე პროდუქციით შეიძლება, ასე რომ, შეგიძლია ჩაანაცვლო.

P.S თუ გადაწყვეტ და ამ ინსტრუქციის მიხედვით მაკიაჟს გაიკეთებ, არ დაგავიწყდეს ბლოგის ფეიჯზე მაჩვენო ფოტო – ძალიან მაინტერესებს!

Advertisements

7 comments

  1. ერთიდაიგივე სტილის მაკიაჟს ვიკეთებ მუდამ, ვთვლი რომ მიხდება და ალბათ კარგა ხანი არც შევცვლი. ზოგადად კი კარგი რჩევებია და ყველას გამოადგება ვინც ეხლა სწავლობს make up-ის ანაბანას.

  2. არასოდეს გამომიყენებია ავტოზაგარი. სამაგიეროდ ჰაილაითერი ❤ და პომადის ფერიც მომწონს. თვალებს კი ჩაცმულობის მიხედვით ვიღებავ.

  3. კარგი პოსტია:) ძალიან მიყვარს მაკიაჟი და ყოველ დღე ვცდილობ რაღაც შევცვალო, იქნება ეს ტუჩის საცხის ფერი თუ რუჟი თუ თვალის ჩრდილი:)
    ეს როგორც მივხვდი ყავისფერი თვალის ჩრდილის, coral ტუჩსაცხის, ფერადი (ამ შემთხვევაში ლურჯი) ტუშის კომბინაციაა?
    ავტო ზაგარი უნდა ვსინჯო ნამდვილად. http://www.taa.ge-ს ბლოგზე ვნახე clinique self sun და გულში ჩამივარდა:)

    1. ჰო, მეც ვნახე თაას პოსტი: )

      დაახლოებით ეგ კომბინაციაა ოღონდ აქ შავი ტუში და ფერადი თვალის ჩრდილია გამოყენებული ფერადი ტუშის ნაცვლად

  4. საინტერესო პოსტია:) ზუსტად ეხლა ვაპირებ განვაახლო ჩემი კოსმეტიკა ამ სეზონისთვის.გავითვალისწინებ რჩევას Clinique-ის ბრენდთან დაკავშირებით. ავტო ზაგარს არ ვიყენებ,მაგრამ დანარჩენი ყველაფერი მომეწონა:))

  5. In this essay I will look at the social, economic and
    political factors of gta san andreas download.
    Underestimate gta sa download at the peril. Remarkably gta san andreas download is
    heralded by shopkeepers and investment bankers alike, leading many to convey that a few of todays most brilliant minds seem incapable of recognising its increasing relevance to understanding our children and grandchildren.
    Crossing many cultural barriers it still draws remarks like ‘I
    wouldn’t touch it having a barge pole’ and ‘i’d rather
    eat wasps’ from global commercial enterprises, who will be yet to cultivate accustomed to
    its disombobulating nature. Relax, settle back and gasp as I
    display the rich tapestries of gta san andreas download.

    Social Factors

    While some scholars have claimed that there is no such thing as society, this
    is rubbish. Upon Peter Pinkleton-PishPosh’s return to
    Britain he remarked ‘class will refelect the
    inner hero’ [1], he still did not understand that if an individual seriously promises to ‘not
    judge a magazine by its cover’, and the other must read a lot
    of books. More a melody to societies dysfunctions than the usual parody
    from the self, gta san andreas download is fairly good.

    Primarily gta san andreas download builds trust on the list of people.

    It grows stonger every single day.

    Economic Factors

    Increasingly economic growth and innovation are being attributed to gta san andreas download.
    We will begin by exploring the Maiden-Tuesday-Lending model, a lovely model.

    Average
    Wage

    gta sa download

    How do we explain these clear trends? Clearly the common wage plays
    in increasingly natural part in the market economy.
    What it all relies on is money. Capitalists love gta san andreas download.

    Political Factors

    Politics, all of us agree, is often a fact of life.
    Comparing current political thought with that held just 10 years ago is like comparing
    the vote of the man in the street your of one more used to gta san
    andreas download.

    Take a minute to look at the words of favor icon Elijah Rock
    ‘You may lead a horse to water, huge problem.’ [2] He was initially introduced to gta sa free
    download by his mother. It would be smart to approach the topic with the thought
    that ‘if you don’t have anything nice to state, don’t say anything at all’.

    However this may lead to missing out important facts.

    Why did gta san andreas download cross the trail? – To get to lack of!

    Just my little joke, but lets hope that gta san andreas free download doesn’t inspire similar hilarity
    next elections.
    Conclusion

    To reiterate, gta san andreas download is probably not the best thing since sliced bread, but it’s still important.
    It fills a hole, puts out ‘fires’, and figures show it’s actually a winning
    formular.

    I shall provide final word to star Elvis Travolta: ‘Oooh
    yeah gta san andreas download shoo badaby dooo.’ [3]

    [1] Flankton – The Complete History – 1999 Fantastico Publishing

    [2] Rock – Roll It Up – 1977 – F. Lower Publishing

    [3] Everything you always wanted to learn about gta san andreas
    download, but were afraid must. – Issue 287 – QKS Publishing

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s