27 ლეველიანი ბაღი, ანუ “ფერმიდან” მარკეტამდე

ბოლო დროს, ფეისბუქზე ერთ თამაშს ვთამაშობდი, სახელად Astro Garden. დაახლოებით იმ ტიპის თამაშია, საყოველთაოდ ცნობილი “ფერმა” რომ არის, თუმცა ფერმისგან განსხვავებით, აქ როცა შენს კარ მიდამოს არ უვლი, ბაღი ჯუნგლებს ემსგავსება და ველური ხეებით ივსება.

სწორედ ეს თამაში გამახსენდა, დასავლეთ საქართველოში მიტოვებულ ბაღებსა და ვენახებს რომ ჩავუარე მგზავრობისას. მწვანედ ახასხასებული, მაგრამ ველური ხეებით სავსე მონაკვეთზე, მხოლოდ ჯერ კიდევ შემორჩენილი ღობე გამცნობდა “აქ ოდესღაც ბაღი იყო” 

გრძელი გზა მქონდა გასავლელი და ფიქრისთვის საკმაო დრო. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე აზრები ერთმანეთს მიჰყვა და დავფიქრდი რატომ შეიძლებოდა რომელიმე ამ ბაღის პატრონს მუშაობა შეეწყვიტა და ველური ხეებისთვის გაეწირა ის?

ჩემი Astro Garden-ის ბაღი გამახსენდა, დიდი ხანია აღარ შევსულვარ და ალბათ იქაც ასეთი ჯუნგლებია. რატომ აღარ შევდივარ?  იმიტომ, რომ იმ დროს უფრო ნაყოფიერად ვიყენებ, საათობით ვირტუალურ ბაღზე დროის დაკარგვა ხომ არაფრისმომცემია.

სავარაუდოდ, ამავე მიზეზით მიატოვა გლეხმა ბაღიც. ხელშეწყობა – არაა, პროდუქცია დაბალ ფასად ბარდება, სამაგიეროდ თვითღირებულებაზე სამჯერ გაზრდილი ფასით ლაგდება დახლზე. მწარმოებელისა და მყიდველის ხარჯზე მდიდრდება გადამყიდველი – “ბიზნესმენი”.

აქ უკვე გუშინდელი მარკეტში ვიზიტი გამახსენდა, 74 ლარი დავხარჯე და ფაქტობრივად არაფერი მიყიდია. ასეთი ვიზიტი, თვის მანძილზე 8-10, წვრილ შენაძენებზე რომ აღარაფერი ვთქვა.

პრობლემა კი, სწორედ იმ გზაშია, რასაც სურსათი ფერმიდან მარკეტამდე გადის.

საქართველოში, რეისი:  მწარმოებელი – გადამყიდველი – მყიდველი, ეფექტურობით თავს ვერ მოიწონებს.  როგორც ვიცი, არსებობს ორგანიზაციები (მაგალითად  Grow Georgia,  Oxfam Georgia), რომლებიც სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ.

ვფიქრობ მთავარი შემდეგი საკითხებია:

  •  ფესვები – მიტოვებული ბაღები, რომლებსაც გლეხები ხელშეწყობის შემთხვევაში დაუბრუნდებიან და მოიმატებს წარმოება.
  •  გადამყიდველების კონტროლი, თვითღირებულებასთან შესაბამისი ფასები მარკეტში.

შედეგად მივიღებდით კმაყოფილ მწარმოებელსა და მყიდველს.

მეტი პროდუქცია + ნაკლები ფასი = მეტ მყიდველს

გადამყიდველებს, მეტი საქმის კეთება მოუწევდათ, მაგრამ შემოსავალი არ შეუმცირდებოდათ და უფრო მეტად დაუახლოვდებოდნენ “ბიზნესმენობას”, “ბიზნესი” ხომ ინგლისური სიტყვაა და საქმეს ნიშნავს : )

Advertisements

5 comments

  1. დიდი ეკონომისტი ვერ ვარ, მაგრამ მეც კი ვხვდები, რომ ნებისმიერი საქმეს (არა მხოლოდ ფერმერულ ბიზნესს) ასეთი და უარესი ბოლო ექნება, თუ მეპატრონეს არ წაახალისებენ და ინტერესს არ გაუღვივებენ. არადა, სხვაზე ნაკლები ფერმერები არ გვეყოლება არანაირად. ოდნავ მონდომებაა საჭირო.

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s