რა არის ფინთერესთი?

pinterest  ??.. >.<

ეს კითხვა პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა ფეისბუქის ნიუს ფიდში ჩემი მეგობრების მიპინული რაღაცები შევამჩნიე

– someone pinned something on pinterest.

pin

→ ფინთერესთი სოციალური ქსელია, რომელზეც:

 სხვა სოციალური ქსელების მსგავსად,  გაივლი რეგისტრაციას, ქმნი პროფილს და პირველ ეტაპზე, შენს გვერდზე სრული სიცარიელეა. თუმცა, ამ სიცარიელეს მართკუთხედის ფორმის ნიშნები ახლავს თან, ისინი განიშნებენ, რომ უნდა შექმნა დაფა (board).

რისთვის არის საჭირო დაფა? ან რას ემსახურება ეს სოციალური ქსელი?

ფინთერესთი ამ დაფების საშუალებით, გთავაზობს წესრიგში მოიყვანო და სხვებსაც გაუზიარო ის, რასაც შენ ყოველდღიურად ნახულობ ინტერნეტ სივრცეში. დაფებს (დაფა ცოტა უხერხულად ჟღერს, ამიტომ მე ბორდს ვეძახი) ადამიანები იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებისთვის:  ქორწილის დასაგეგმად, ტანსაცმელის შესარჩევად – გარდერობის განახლება, რეცეპტების შესაგროვებლად და ა.შ

შენ არამხოლოდ საკუთარი დაფის შექმნა, არამედ სხვების დაფების თვალიერება შეგიძლია. ეს იმდენად საინტერესო პროცესია, ხანდახან საათობით ვათვალიერებ სხვის ბორდებს, მით უმეტეს, თუ მათი გემოვნება და ინტერესები ჩემსას ემთხვევა. თან, რამდენჯერმე სხვა ბორდების თვალიერებისას ის მომენტიც მქონდა “მე რატომ არ მაქვს ამ ტიპის დაფა?” ანუ, სხვისი დაფის შთაგონებით, იმავე თემატიკაზე ჩემი დაფაც შემიქმნია.

→ როგორ გამოიყურება დაფები ფინთერესთზე:

ქორწინების დასაგეგმად

BoardBen  რეცეპტებისთვის

BoardJessica

 სახლის დეკორაციისთვის

BoardJoy

შენი ინსპირაციების შესანახად 

BoardSha

შენი სტილის ჩამოსაყალიბებლად

BoardTim

→ ფინთერესთის მთავარი დანიშნულებაა:

გაამარტივოს კავშირი ადამიანებს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ინტერესი, გემოვნება, ან დავალება აქვთ. ეს, ერთი მხრივ აადვილებს მათ აქტივობას, ხოლო მეორე მხრივ, საშუალებას აძლევს ადამიანებს, გამოავლინონ – მიიღონ ის, რაც სურთ. ყოველკვირეულად, მილიონობით ახალი პინი ჩნდება მთავარ გვერდზე. მათი თვალიერების ძალიან ბევრი გზა არსებობს:

  • უბრალოდ სქროლო “everything”  ნაწილი, სანამ არ მოგბეზრდება
  • მონიშნო კატეგორია, რომელიც გაინტერესებს
  • Follow ღილაკით მონიშნო მომხმარებლები, რომლებიც საინტერესეოდ გეჩვენება და ათვარიელო განყოფილება “Following” – სადაც ყველა მათგანის მიერ მიპინული პოსტები გამოგიჩნდება
  • სერჩის საშუალებით მოძებნო კონკრეტულად ის, რაც გაინტერესებს
  • “Popular” კატეგორიაში ნახო, რა არის ყველაზე მეტად ნახვადი და საინტერესო ქსელის მომხმარებლებისთვის

→ ჩემი პირადი დამოკიდებულება

ეს ჩემი  pinterest პროფილია

 Mrs.March’s Pinterest

mrsmarchs

მომწონს ის, რომ:

არსებობს პინ ღილაკი, რომელიც საშუალებას მაძლევს, სხვადასხვა საიტებიდან გადმოვიტანო ინფორმაცია.

მაგალითად: ვათვალიერებ ტანსაცმელს რომელიმე ონლაინ მაღაზიაში, მომეწონა მაისური და პინ ღილაკით გადმოვიტანე ლუქბუქის ბორდზე. სხვა ონლაინ მაღაზიიდანაც მაქვს გადმოტანილი რაღაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ტანსაცმელის ყიდვას ვაპირებ, ონლაინ მაღაზიებში ბოდიალის და მათი ძებნის ნაცვლად (ან ლინკების სადმე შენახვის ნაცვლად), გადავათვალიერებ ჩემს ბორდს და ფოტოზე მარტივი ქლიქით ონლაინ მაღაზიაში ვარ, ჩემთვის სასურველი ნივთის საყიდლად.

ფინთერესთი საშუალებას მაძლევს, მქონდეს სიქრეთ ბორდები

ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი არ არის, ყველა ჩემი პინი იყოს ხილვადი, შემიძლია ძალიან პირადი რამეები ერთ საიდუმლო დაფაზე მოვათავსო და მათი ორგანიზებაც მარტივად ხერხდება.

ჩემი ბორდი მოსწონთ – მისდევენ (Follow) მას, ჩემი პინი მოსწონთ – გადააქვთ თავისთან. 

რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა შენი გემოვნებით არჩევ რაღაცას, სრულიად უცხო (ან თუნდაც ნაცნობი) ადამიანისთვისაც ლამაზი/საინტერესოა და მიაქვს თავის ბორდზე. ან, პინების ერთობლიობით, რაღაც სტილს ქმნი, რომელიც მხოლოდ შენ კი არა, სხვებსაც მოსწონთ ɞ პირადად ჩემთვის,  კარგი მოტივაციაა.

ეს ოფიციალური მიზეზები, ისე კი, მარტივად – მე მიყვარს ფინთერესთი. ♡

→ ეპილოგი

დილის 7 საათზე შემთხვევით გაღვიძებულმა, ბლოგის დრაფტში რაღაცის ბოდვა დავიწყე და საბოლოოდ ეს დიდი პოსტი გამომივიდა. მერე რა, რომ ის არც ახალ წელს, არც შობას და მით უმეტეს წინასაახალწლო ფასდაკლებებს არ ეხება (თემები, რომლებმაც უკვე გაცვითა ჩემი ყურთასმენა) იმედია, დიდი ხნის პაუზის შემდეგ ძალიან გრძელი და დამღლელი არ იქნება მისი კითხვა.

Advertisements

12 comments

    1. აჰა, პირადად მე, როცა რამე მაინტერესებს, ქართულ ენაზე მსგავსი პოსტების დეფიციტს განვიცდი ხოლმე. როცა არ მეზარება, y not პრინციპით ვწერ და მიკვირს ხოლმე ადამიანების, რომლებიც სვამენ კითხვას “რატომ” : ) ან უარესი…)
      მოკლედ, that’s it…

  1. მეც მაქვს მაგრამ იშვიათად ვიყენებ-weheartit-ზე ვარ შემჯდარი. რამე აქვს განსხვავებული და ნიშანდობლივი?მე ვერაფერი შევნიშნე. დაბრუნდი თუ კიდევ უნდა დაიკარგო?

    1. weheartit და pinterest ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება.
      თუნდაც იმით, რომ აქ მოპინვით ინფორმაცია უფრო მოგაქვს, ვიდრე მხოლოდ ფოტო + ვიზუალი (ბორდები ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ჰართის გალერეა, თუნდაც ალბომებით)
      ინფორმაცია კატეგორიებად არის დალაგებული. კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, თვითონ პოსტშიც არის ბევრი მიზეზი მგონი.

      დაბრუნებას რაც შეეხება, არ ვიცი)) ეხლა აქ ვარ ♥

  2. კარგი პოსტია. ვიცოდი ფინტერესთის შესახებ, მაგრამ დიდად არ დავინტერესებულვარ. ეხლა კიდევ მომინდა რომ მეც გავაკეთო

  3. რა საინტერესოა.. მთელი დღეა პინტერესტში დავძრომიალებ და მეც, ამდენი ხნის პაუზის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, უბრალოდ გამახსენდა და შემოვიხედე ამ გვერდზე,,, @ჰმ …

  4. ხოდა, რა მაინტერესებს, მოკლედ, გეტყვით რომ ყველაზე, სტაჟიანი ბლოგერი ვარ 🙂 მაგრამ, ბლოგის შინაარსი ვერ გავიგე, წერ შენზე თუ თარგმნი სტატიებს? თუ გინდა, ლუდზე დაგპატიჟებ და ვიკამათოთ!

    -=-=-=-

    კარგია 😉 ვიხუმრე ცუდად…. 😛

  5. გამოხმაურება: რა არის ფინთერესთი?

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s