თბილისი…?!

კატმანდუში მზე წითელია. ფრანკფურტში? ფრანკფურტში – პუნქტუალური. სამაგიეროდ, თბილისი მზის და ვარდების მხარეა, უფრო სწორად, რაც ვარდები გადავაგდეთ, მხოლოდ მზის.

გუშინ პირველად მივხვდითქო, რომ თბილისი მიყვარს… თუ იმ გრძნობას არ ჩავთვლით, ყოველ რამდენიმე დღიან თბილისთან დაშორებაზე, ქალაქში დიღმის მხრიდან შემოსვლას რომ ახლავს ხოლმე თან…
არაფერი განსაკუთრებული, არც ფირუზისფერი ცა და არც ზურმუხტისფერი ხმელეთი… უფრო თეთრი წინდებით ტალახში მუხლებამდე ჩაფლული, უფეხსაცმელებოდ ბოდიალი, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი, ზემოდან ერთ დიდ განათებულ ბურთად აციმციმებული თბილისი მიყვარს. თბილისი, რომლის უბნებშიც ჩემი მეგობრები დააბიჯებენ, აი იმ ქუჩის ბოლოს, ერთერთ ბინაში ჩემი მეგობარი რომ ცხოვრობს.

hh
თბილისი, ჩემი მეხსიერებიდან?


90-ანების ბნელი, მაგრამ მაინც ტკბილი თბილისი. ჩვენი თაობისთვის ეს თემა უკვე ისე გაცვდა, “კერასინკებით” და “love”-ს საღეჭი რეზინებით თავს არ მოგაბეზრებ.
შემდეგმა, 00-ანების ათწლეულმა, ისე ჩაიარა, თითქოს მხოლოდ 10-მდე დავითვალე. ალბათ ეს ჩემი ასაკისა და მძიმე 90-ანების ადეკვატურ გაგრძელებას უნდა დავაბრალოთ. კიდევ 3 წელიც…

22 წლის, 10 თვისა და 6 დღის შემდეგ, ხვდები რომ გიყვარს… უბრალოდ ძალიან დაშორდი.

და უკან მომავალში….

430097_239600562833960_1148321045_n

New York-ის მზე ამოდის, თბილისის მზის ნაცვლად.
წამოდი, ყავის დასალევად… ისე მეჩქარება Coffeehouse-ამდე მიღწევა, შენს მკლავს ჩავლებული ხელით, სულ რომ არ გაინძრე მე მიგათრევ, მაგრამ ნაბიჯებს აყოლებ ჩემს დილის ყავას მოწყურებულ სხეულს და..

აი, ვზივართ. ორმაგი ესპრესო და ამერიკული მარლბორო, კარგი დილის სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ჩემში. შენ? რაღაც ჟურნალს ათვალიერებ, მგონი მანქანებზეა.. ყდის მიხედვით ასე უნდა იყოს. მე – სთარბაქსის კვირის ფლეილისთს გადავხედავ და ვაგრძელებ ფეისბუქზე ნიუს ფიდის სქროლვას.

Advertisements

5 comments

      1. ვაიმე პინტერესტის მერე ამის წაკითხვა მართლა ძალიან სასიამოვნო იყო. მეც ძალიან მიყვარს თბილისი თუმცა ხშრადც ვამბობ რომ სიხარულით ვიცხოვრებდი სხვაგან.

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s