My Reborn… I’m Alive

როცა ცუდი პერიოდი ჩაივლის, დაავადება წავა, ტკივილს აღარ გრძნობ, მაგრამ სარკეში იყურები და ამჩნევ უაზრო კვალს, რომელიც ზემოთხსენებულებმა დატოვეს, გიჩნდება  ინსტიქტური სურვილები…  რომლებიც ერთიანად ამ ყველაფრის კომპენსაციას შეძლებენ.

მეც, ღამის  3 საათზე, ცარიელ კოლას ბოთლს გავხედე, ბოლო ღერს მოვუკიდე და მართალია, მეგობარი ფეისბუქზე ისეთი კითხვებით მაბრუებს, როგორიც არის: “ანო, რა ჟანრია Archive? Moby?…” მე მაინც მთელი ძალით ვცდილობ თითებზე მომწყვდეული მუზის შეჩერებას.

tumblr_mgdbz9XRJO1rkjtsjo1_500_large

ეს ყველაფერი ძალიან დრამატულად ჟღერს, არც დავწერდი რეალურად რომ არ ვგრძნობდე, მაგრამ რადგან ნამდვილია, გადავწყვიტე ღრმად მივიწყებულ, საფუძვლიანად მონატრებულ ბლოგზე გადმომეტანა.

ზუსტად რომ ვიცოდე, ხვალ დილას ჯანსაღად გავიღვიძებ, სავარაუდოდ ამაღამ სწრაფად ვიბანავებდი, ხვალისთვის ტანსაცმელს მოვამზადებდი და დილის 10:00 საათზე, სავარაუდოდ ჩემი სამსახურის ლიფტში ვიქნებოდი. ალბათ, თემოსაც გავუგზავნიდი ჩემს ლიფტში გადაღებულ ფოტოს, გვერდისთვის – 50 ლიფტი, რომელშიც ფოტო უნდა გადაიღო სანამ ცოცხალი ხარ

მაგრამ…

რომ ვიცოდე, ხვალ დილას გავიღვიძებ ჯანსაღი (ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ჩემს სურვილს) –

დილა დაიწყებოდა ასე 

tumblr_mc58lteIHe1qcs331o1_500_large

სრული რელაქსაცია აბაზანაში, სიგარეტით, ქაფით და განუსაზღვრელი დროით… ჩემი აბაზანის ზედა სარკმლიდან, ნესტიან აბაზანაში ჩამოღვრილი მუსიკის სასიამოვნო აკორდებით…

გაგრძელდებოდა თავის მოწესრიგებით

beauty

წესით ეს ფოტო ჩემს სახლთან ახლოს, ჩემს კორპუსშივე მდებარე სილამაზის სალონს გულისხმობს, სადაც ჩემს კორპუსში არა, მაგრამ ჩემს სახლში ფორსქვეარზე გამაიორებულ მეგობართან ერთად წავიდოდი  (აჰა ეს შენ, მტარვალო მაიორო  :დდ ). პროცესიც არ იქნებოდა ისეთი, ამ ფოტოზე რომ არის (წარბები, ფრჩხილები და 1000 უბედურება, თუმცა სასიამოვნო და შედეგით მაამებელი), თანაც სუპერკროსვორდების ნაცვლად ანდროიდებს მოვიმარჯვებდით და დავჩექინდებოდით ^__^

მერე ალბათ Sandy-ს ძალით გადავუვლიდით თბილისის შოპინგ არეას

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ისევ მე, ისევ ქეთო… მაგრამ ამჯერად აუცილებლად წავიდოდით საყიდლებზე. თითქოს რაღაც მიშლის ხელს, უკვე მერამდენედ ვერ წავედი, მთელი ერთი თვე დამეკარგა -_-

ბოლოს ჩემთან, ყავაზე

starbucks__large

მე ისევ ჩემი სთარბაქსის ჭიქით დავლევდი, ქეთო – ძროხებიანით. თუ ბოლომდე სასურველი დღეა აქ უკვე სხვებიც მოვიდოდნენ და მოვიფიქრებდით რამე “მამალოს” მსგავსს… თუ “მამალო” არა, მინიმუმ “მე არასდროს”-ს ვითამაშებთ, ფაზლებს ავაწყობთ, ნათია და თემო 44543353-ე ფოტოს გადაიღებდნენ სარკეში გიოსთან ერთად, ჰელი ჩაისთან მოსასმენ ისტორიებს დადებდა.

მე – Reborn! March!!  I’m ready to fight!!!

599648_621501477875531_941385120_n

1. ეს ყველაფერი აუცილებლად შესრულდება, უბრალოდ ოდნავი დაყოვნებით.

2. კიბო არ მაქვს, ქალაქში წითელას ეპიდემიაა და ერიდეთ (აცრა გაიკეთეთ აუცილებლად), რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე მისი საშინელი გართულებები.

3. იმედი მაქვს გაზაფხულის ავტობუსი არ გამასწრებს და მალე დავიკავებ ჩემს ადგილს! (თორემ მომბეზრდა მწვანე ფოთლების ფანჯრიდან თვალიერება)

4. ჩემი ოპტიმისტი ქვეცნობიერი მკარნახობს, რომ ყველაფერი უკეთ იქნება, ვიდრე მგონია ^__^

Advertisements

4 comments

  1. მიხარია რომგამოცოცხლდი და დამიბრუნდი, ვარჯიშის იდეაც ისააა, რაც ყველაზე ძალიან გჭირდება ამ წუთას ტონუსში მოსასვლლელად. წარმატებები ან, საყიდლებიც მოესწრება, სალონიც, ჩექინებიც , ფოტოებიც-მთავარია გაზაფხულის სურნელი ჯანმრთელმა და მხიარულმა შეიგრძნო. მიყვარხარ და მიხარიხარ.

    1. თამი ♥ ველოდი რაღაც ასეთს!! :*
      ჰო, ეს მხოლოდ ერთი დღეა, სტარტი… რაც აქტიური ცხოვრებისკენ მომაბრუნებს ^__^

  2. მალე ვიზამთ ამ ყველაფერს :> სალონშიც წავალთ შოპინგზეც და ყავასაც დავლევ ძროხებიანი ჭიქით გაზაფხულის ავტობუსში ❤

  3. რაღაც სევდა ნარევი ოპტიმიზმი იგრძნობა პოსტში, გამო-ჯანმრთელდი ♥ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რაღაც წითელებს და ყვითელებს არ უნდა ქცევდე ამდენ ყურდღებას, მთავარია მოერიე :*

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s