Coffee & Cigarettes

ამ პოსტში მოგიყვებით ორი კაფეს შესახებ, რომლებსაც მე, როგორც ყავის მოყვარული რეკომენდაციას ვუწევ კარგი ყავისა და სასიამოვნო გარემოს გამო!


2014 წლის დასაწყისში, ყაზბეგზე (AKA პავლოვი) ერთი პატარა და საყვარელი კაფე – Break Time  ამოვიჩემე და ყოველდღიური სტუმარი გავხდი.  ლატეს, ცივი ყავის ან ჩაის დასალევად მშვენიერი ადგილია. საკვების მენიუ გემრიელი სასუსნავებით და ადეკვატური ფასებით. მყუდრო გარემოა და ლამაზი, ცისფერთვალება მიმტანიც ჰყავთ.

მოკლედ, თუ  საღამოს კომფორტულად და მშვიდად გატარება გინდა, კარგი ადგილია, ამიტომ ხან ერთი მეგობარი წავიყვანე, ხან მეორე, ხან რამდენიმე ერთად.

break time

მერე აღმოვაჩინე, რომ ყველა მომდევნო მისვლაზე, კაფეში ჩემი ნაცნობებისა და მეგობრების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და ეს წრე იმდენად გაიზარდა, Break Time-ში შესვლა და გვერდითა მაგიდებზე მეგობრების აუცილებლად დანახვა ჩვეულებრივ ამბად იქცა.

ისე დაემთხვა, რომ ბოლო პერიოდში საერთოდ აღარ ვყოფილვარ. არ ვიცი მობეზრების ბრალია თუ დროის, მაგრამ როგორც ჩემი Swarm მეუბნება, ბოლოს ოქტომბერში ვიყავი.  იმ დღეს თემოს ჩექინი ვნახე და მივხვდი, რომ მომნატრებია, თანაც აღმოვაჩინე, რომ საახალწლო მაფინები ჰქონიათ ♡ მოკლედ, აუცილებლად უნდა შევიარო!

break time


2014 წლის ბოლოს, კიდევ ერთი კარგი კაფე აღმოვაჩინე ჭავჭავაძეზე, თსუ-ს მეორე კორპუსის პირდაპირ, Corner House .  დეკემბრის დასაწყისში, მეგობარმა მითხრა, Starbucks-ის გემო თუ მოგენატრება მიდი Corner House-შიო და მე რა თქმა უნდა ვერ მივაღწიე. მერე დამპატიჟეს და როგორც იქნა მივედი:  ყავის გარდა, მათი გემრიელი პიცა და  გლინტვეინიც გავსინჯე. 

Corner House

საღამოობით Corner House მობარო რესტორნის ფუნქციასაც ითავსებს, ალკოჰოლით, ივენთებით და ღამის სიტუაციით.  რამდენჯერმე ვაპირებდი, მაგრამ ჯერ არ ვყოფილვარ, საღამოობით კარაოკე აქვთ, დილას ისევ მყუდრო კაფეობას უბრუნდებიან: ძლიერი ყავით, დაორთქლილი ფანჯრებით და შოკოლადიანი ბლინებით ツ

corner house


ჩემს სახლს Foursquare-ზე ასე ჰქვია: Coffee & Cigarettes, თანაც დამსახურებულად. ნებისმიერ დროს, აქ ყოველთვის არის ყავა და სიგარეტი, როგორც თემოს თიფი გვეუბნება, Non-Smokers are not welcome 😀

ამ კვირაში მიკროფონი ვიყიდე სახლის კარაოკე საღამოებისთვის, ტექნიკით აღჭურვილი ვარ და საკმარისი ადგილიც მაქვს.  საკუთარი სახლის კაფე ხო არ გამეხსნა?


P.S ამ პოსტის გამოქვეყნებიდნ 1 დღის შემდეგ ფეისბუქზე დამხვდა შესწორება

Break Time

Advertisements

5 comments

  1. ბრეიქ თაიმის ცივი ლატე ბეილისით მიყვარს ძალიან ❤ ისე, გლინტვეინი ხომ არ დაუმატებიათ ნეტა მენიუში? ჰმ. მეც დიდი ხანია არ ვყოფილვარ :/

    მე ძალიან მომეწონა ბიბლუს გალერიაში რომ პაწუკა იტალიური კაფეა ჩიგუსტა აი ის. ძალიან მყუდრო, წყნარი და გადასარევი ადგილია.
    მუშაობაც რომ შეგეძლება, წიგნის ყიდვაც და თან ყავის დალევა აი ეგეთია :3

      1. წავიდეთ ^_^
        ნაყინი აქვთ და ყავა, მეტი არაფერი.

        მაგრამ, შენ არ მოგეწონება, არ ეწევიან მანდ :/

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s