სოციალური მედია

რა არის ფინთერესთი?

pinterest  ??.. >.<

ეს კითხვა პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა ფეისბუქის ნიუს ფიდში ჩემი მეგობრების მიპინული რაღაცები შევამჩნიე

– someone pinned something on pinterest.

pin

→ ფინთერესთი სოციალური ქსელია, რომელზეც:

 სხვა სოციალური ქსელების მსგავსად,  გაივლი რეგისტრაციას, ქმნი პროფილს და პირველ ეტაპზე, შენს გვერდზე სრული სიცარიელეა. თუმცა, ამ სიცარიელეს მართკუთხედის ფორმის ნიშნები ახლავს თან, ისინი განიშნებენ, რომ უნდა შექმნა დაფა (board).

რისთვის არის საჭირო დაფა? ან რას ემსახურება ეს სოციალური ქსელი?

ფინთერესთი ამ დაფების საშუალებით, გთავაზობს წესრიგში მოიყვანო და სხვებსაც გაუზიარო ის, რასაც შენ ყოველდღიურად ნახულობ ინტერნეტ სივრცეში. დაფებს (დაფა ცოტა უხერხულად ჟღერს, ამიტომ მე ბორდს ვეძახი) ადამიანები იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებისთვის:  ქორწილის დასაგეგმად, ტანსაცმელის შესარჩევად – გარდერობის განახლება, რეცეპტების შესაგროვებლად და ა.შ

შენ არამხოლოდ საკუთარი დაფის შექმნა, არამედ სხვების დაფების თვალიერება შეგიძლია. ეს იმდენად საინტერესო პროცესია, ხანდახან საათობით ვათვალიერებ სხვის ბორდებს, მით უმეტეს, თუ მათი გემოვნება და ინტერესები ჩემსას ემთხვევა. თან, რამდენჯერმე სხვა ბორდების თვალიერებისას ის მომენტიც მქონდა “მე რატომ არ მაქვს ამ ტიპის დაფა?” ანუ, სხვისი დაფის შთაგონებით, იმავე თემატიკაზე ჩემი დაფაც შემიქმნია.

→ როგორ გამოიყურება დაფები ფინთერესთზე: (more…)

ქუჩაში ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ…

ჰო, შენ ქუჩაში მიმავალი ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ, სხვებისგან არაფრით გამორჩეული.

მერე ფეისბუქი ყველაფერს ცვლის.

→ იცვლება პროფილის ფოტო, მეგობრების რაოდენობა, შენი ალბომები…

→ იცვლება რილეიშინშიფ სტატუსი single → in relationship→ married 

→  მატულობს შენით დაინტერესებული მომხმარებლების რაოდენობა…

შენ  ფეისბუქის ყველა მომხმარებლის ნიუს ფიდში ხარ და ყურადღებას იპყრობ. გაკრიტიკებენ, განგიხილავენ და გაფასებენ ყველა კრიტერიუმით.

ზოგი სუბიექტურად, ზოგი ობიექტურად, თუმცა რაც მთავარია შენ ერთი ჩვეულებრივი გოგო იყავი ქუჩაში, არაფრით გამორჩეული და ვერც ვერავის ყურადღებას იქცევდი მანამ, სანამ…. (more…)

რატომ უნდა მქონდეს ბლოგი?

გუშინ ევროპის სახლში ვიყავი, სადაც ერთდღიანი სემინარი ტარდებოდა ბლოგერებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისათვის.

(ჩემი ამსახველი სავარაუდოდ ერთადერთი ფოტო)

მე ველოდებოდი იდეებს იმაზე როგორ შეიძლება ბლოგის გაუმჯობესება და ა.შ თუმცა აღმოჩნდა, რომ სემინარზე დამსწრე საზოგადოებას ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, რა არის ბლოგი და რატომ უნდა გქონდეს ის: )

მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს იმის მიხედვით რას ემსახურება შენი ბლოგინგით დაინტერესება. ვიცი ბლოგებს ძირითადად ისევ ბლოგერები კითხულობენ, მაგრამ ამ პოსტში მინდა იმ ადამიანებს ავუხსნა ბლოგის არსი, ვისაც უბრალოდ რაიმე ახლის შექმნა სურთ:

(more…)

შეთავაზება ცუკერბერგს Vol.2

მეც შესავლის გარეშე დავიწყებ –  ნიკუშას ვერსია

 “ალბათ ბევრჯერ ბევრ თქვენგანს უნატრია Faceebook-ზე unlike ღილაკი. ამასთან დაკავშირებით მეც მაქვს ჩემი მოსაზრებაა. შემოვიღოთ ზემოთ აღნიშნულ სოც.ქსელში fail ღილაკი ^^ ვიღაც რომ ძალიან *ლეობას დაწერს შენ უბრალოდ დააჭერ ამ ღილაკს და სულ ესაა. ჩემი აზრით ეს ძალიან პრაქტიკული და სასარგებლო დამატება იქნებოდა :დ ” (c) Just Another Fake

აქვე გთავაზობთ ჩემს იდეას, რომელიც ნიკას პოსტის წაკითხვისას დამებადა. ესეიგი დაამატეს Fail ღილაკი. 

მეორე ეტაპი (more…)