აბაზანა

My Reborn… I’m Alive

როცა ცუდი პერიოდი ჩაივლის, დაავადება წავა, ტკივილს აღარ გრძნობ, მაგრამ სარკეში იყურები და ამჩნევ უაზრო კვალს, რომელიც ზემოთხსენებულებმა დატოვეს, გიჩნდება  ინსტიქტური სურვილები…  რომლებიც ერთიანად ამ ყველაფრის კომპენსაციას შეძლებენ.

მეც, ღამის  3 საათზე, ცარიელ კოლას ბოთლს გავხედე, ბოლო ღერს მოვუკიდე და მართალია, მეგობარი ფეისბუქზე ისეთი კითხვებით მაბრუებს, როგორიც არის: “ანო, რა ჟანრია Archive? Moby?…” მე მაინც მთელი ძალით ვცდილობ თითებზე მომწყვდეული მუზის შეჩერებას.

tumblr_mgdbz9XRJO1rkjtsjo1_500_large

ეს ყველაფერი ძალიან დრამატულად ჟღერს, არც დავწერდი რეალურად რომ არ ვგრძნობდე, მაგრამ რადგან ნამდვილია, გადავწყვიტე ღრმად მივიწყებულ, საფუძვლიანად მონატრებულ ბლოგზე გადმომეტანა.

ზუსტად რომ ვიცოდე, ხვალ დილას ჯანსაღად გავიღვიძებ, სავარაუდოდ ამაღამ სწრაფად ვიბანავებდი, ხვალისთვის ტანსაცმელს მოვამზადებდი და დილის 10:00 საათზე, სავარაუდოდ ჩემი სამსახურის ლიფტში ვიქნებოდი. ალბათ, თემოსაც გავუგზავნიდი ჩემს ლიფტში გადაღებულ ფოტოს, გვერდისთვის – 50 ლიფტი, რომელშიც ფოტო უნდა გადაიღო სანამ ცოცხალი ხარ

მაგრამ…

(more…)

პოსტი ჩემზე

მე ხშირად მეცვლება გემოვნება.

თუ თავს მომაბეზრებ, გამაბრაზებ ან ცუდ ხასიათზე დამაყენებ მე შემიძლია შეგაშინო ჩემი სიმღერით… (სიმღერით შეშინებული ასევე შეიძლება აღმოჩნდე, თუ ჩემს აბაზანას შემთხვევით ჩაუვლი, როცა მე შიგნით ვბანაობ)

ფოტოების გადაღება არ მიყვარს, როცა ეს ჩემი ინიციატივით არ ხდება, სამაგიეროდ, როცა  მინდა დედაჩემის მიერ შემთხვევით ოთახში ჩავლას მოსდევს ტექსტი:

– გამომივიდა ნაომი კემპბელი 

დღის განმავლობაში ვსვამ 9-10 ჭიქა ყავას

ძირითადად მძინავს ორ დღეში ერთხელ (თუმცა იმდენ ხანს, რომ მერე შემიძლია 2 დღე არ დავიძინო)

დიასახლისის ანტონიმი რომ იყოს საჭირო ნამდვილად ჩემს სახელს დაარქმევდნენ (რაც ჩემი ცხოვრების უდიდეს მინუსად მიმაჩნია, სრული სერიოზულობით)

მინდა ცარიელი სახლი (როგორც ადამიანებისგან, ისე ავეჯისგან) – ბევრი სასმელით, ყავით, ინტერნეტით და დიდი აბაზანით.

ბედნიერებისთვის მჭირდება – ზემოთხსენებული სახლი, კარგი სექსი და კარგი კვება (დანარჩენს თვითონ მოვაგვარებ)

ერთფეროვნებას წყობილებიდან გამოვყავარ (ეს ეხება ყველაფერს გამონაკლისის გარეშე)

მიყვარს ახალი საქმის დაწყება (თუმცა ყოველთვის მირჩევნია ეს საქმე სხვამ დაამთავროს)

(more…)