დახლი

27 ლეველიანი ბაღი, ანუ “ფერმიდან” მარკეტამდე

ბოლო დროს, ფეისბუქზე ერთ თამაშს ვთამაშობდი, სახელად Astro Garden. დაახლოებით იმ ტიპის თამაშია, საყოველთაოდ ცნობილი “ფერმა” რომ არის, თუმცა ფერმისგან განსხვავებით, აქ როცა შენს კარ მიდამოს არ უვლი, ბაღი ჯუნგლებს ემსგავსება და ველური ხეებით ივსება.

სწორედ ეს თამაში გამახსენდა, დასავლეთ საქართველოში მიტოვებულ ბაღებსა და ვენახებს რომ ჩავუარე მგზავრობისას. მწვანედ ახასხასებული, მაგრამ ველური ხეებით სავსე მონაკვეთზე, მხოლოდ ჯერ კიდევ შემორჩენილი ღობე გამცნობდა “აქ ოდესღაც ბაღი იყო” 

გრძელი გზა მქონდა გასავლელი და ფიქრისთვის საკმაო დრო. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე აზრები ერთმანეთს მიჰყვა და დავფიქრდი რატომ შეიძლებოდა რომელიმე ამ ბაღის პატრონს მუშაობა შეეწყვიტა და ველური ხეებისთვის გაეწირა ის?

ჩემი Astro Garden-ის ბაღი გამახსენდა, დიდი ხანია აღარ შევსულვარ და ალბათ იქაც ასეთი ჯუნგლებია. რატომ აღარ შევდივარ?  (more…)

Advertisements

რასაც გულგრილი ვერასოდეს ჩავუვლი (ნაწილი 1)

არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით?

ჩემს შემთხვევაში პროდუქცია მრავალფეროვანია, რამდენიმეს გამოვარჩევ:

ნაწილი პირველი

 საკანცელარიო ნივთები

როდესაც მაღაზიის ვიტრინაში, თაროზე ან თუნდაც ქუჩაში დახლზე ვხედავ სხვადასხვანაირ ბლოკნოტებს, რვეულებს, კალმებს, ფანქრებს, სტეპლერებსაც კი და ა.შ მზად ვარ მთელი ფული დავხარჯო და ყველაფერი სახლში წავიღო. მერე მახსენდება რომ ამ ნივთებს ვერაფერში გამოვიყენებ სასიკეთოდ და ვდგავარ – ვუყურებ, ვუყურებ და ზოგჯერ დიდი ხნის ყურების შემდეგ 1 რამეს მაინც ვირჩევ. 

თქვენ წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერი ვარ როცა რვეული/ბლოკნოტი/კალამი მართლა მჭირდება! ყურებამდე გაღიმებული მივაბიჯებ უახლოესი მაღაზიისკენ და გამყიდველის უკმაყოფილო სახის მიუხედავად რამდენიმე ათეული წუთი ვარჩევ იმ ერთ საწყალ ნივთს რომელიც უნდა ვიყიდო.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს:

(more…)