ინტერნეტი

სექსუალური თეთრეული vol.2 და ტელეფონი კარგი ვიბროზარით

დღეს ვალენტინობა არ არის, თუმცა სანამ დანარჩენზე გადავიდოდე, აუცილებლად უყურე ვიდეო რგოლს:

ალბათ შენც, ისევე როგორც მე, ვერ შეამჩნიე რომელი ბრენდის მობილურ ტელეფონს უპასუხა ამ მშვენიერმა არსებამ… (მმმ… ერთი წუთით?!)

დიახ, მართალია! ეს არ არის პოსტებში უკვე მრავალჯერ მოხსენიებული  Samsung Galaxy Note… ეს ტელეფონი არც ეფლის iPhone 4 არაა…

(more…)

ინტერნეტი ჯიბეში (“მობილური” თაობა)

მე არ ვარ მობილური ტელეფონების სპეციალისტი. არც სუპერ მოდურ ტელეფონზე მეოცნებე ადამიანი ვარ, რომელსაც ოღონდ კარგი ტელეფონი ჰქონდეს და დაგლეჯილი ფეხსაცმელი არ შეაწუხებს.

რა თქმა უნდა, კარგია როცა კარგი ტელეფონი და სხვა (თუნდაც ფეხსაცმელი) ასევე კარგი გაქვს, მაგრამ თბილისის ქუჩებში, ძირითადად თვალში მხვდება ხოლმე ცუდად ჩაცმული და ტექნიკის ხამი საზოგადოება.

იმის გამო, რომ ტელეფონი ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ბოლო წლების მანძილზე სულ უბრალო და უაზრო ტელეფონებით დავდივარ.

ჩემი წინა ტელეფონი მოტოროლა L6 (ვარდისფერი), ისევე უბრალო იყო, როგორც ახლანდელი ნოკია 2600.


        

როგორ გახდა მობილური ტელეფონი მასთჰევი? (more…)

ნუ გეშინია, არ იკბინება “სუხიშვილების ჯუთა”

გუშინ სახლისკენ მომავალი 90-ანების საქართველოს ვიხსენებდი. იმ დროს, როცა საღამოს თუ შუქი დაგხვდებოდა, შეგეძლო კმაყოფილი სახით დამჯდარიყავი ტელევიზორის წინ და საუკეთესო შემთხვევაში ფილმი “როკი”-ს მეოთხე ან მეხუთე ნაწილი გენახა (ჰო, ჰო იმ “როკი”-ს, სტალონე რომ მოკრივეა)

მოკლედ, სახლში დაბრუნებულმა ლეპტოპი ერთი დღით უგულებელვყავი, საწოლზე მივწექი და power ღილაკით დიდი ხნის მივიწყებული “ცისფერი ეკრანი” ჩავრთე.

საერთოდ, ტელევიზორს რომ არ ვწყალობ ხომ კარგი, მაგრამ ვუყურებდი გადაცემას სახელად “100 გრადუსი ცელსიუსი” და გადაცემის ბოლომდე ვერ დავადგინე წამყვანის არსებობის მიზანი, მისი კითხვების არსი და ა.შ… საერთოდ ვერ გავიგე რას აკეთებს აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.

(more…)

კაბა გაზაფხულის სურნელით

გქონია შემთხვევა, როცა რაიმე ნივთი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ნივთი? ანუ როცა ემოციები და ასოციაციები ამ ნივთზე ცდება მის დანიშნულებას? მე ძალიან ბევრჯერ, აი მაგალითად რამდენიმე წუთის წინ, როცა ინტერნეტში ბოდიალისას უმშვენიერეს კაბას მოვკარი თვალი. თვითონ კაბა – ჩემთვის ძალიან უცხო სხეულია, იმიტომ რომ ძირითადად შარვლებით დავდივარ და ძალიან, ძალიან იშვიათად თუ ვიცვამ კაბას. ეს კაბა კი, რომელიც აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული მასში არაა, გაზაფხულის ასოციაციას მიქმნის, თითქოს რომ ჩაიცვამ და გაზაფხულის პირველი მერცხალი ხარ.

 მართალია სინოპტიკოსების ცნობით ამინდი თბილისში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება და რამდენიმედღიან თოვლსაც გვპირდებიან, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით მინდა გაზაფხული ჩავისუნთქო. ამ წუთას მე და კაბა ისევე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც იანვარი და გაზაფხული.

 მაინც მოვა გაზაფხული და თუ გამიმართლებს ასეთ კაბას ვიპოვი… მერე რა რომ ზამთარია? მერე რა რომ ვუბერავ?