კანი

Diary Under My Bed

-ლამაზი ხარ ახალგაღვიძებული, მომწონს შენი აჩეჩილი თმა და დასიებული სახე, ზარმაცი ემოციები და ზანტი მოძრაობა…

-ჰმ..

– როგორი ბანალური ვარ არა? ან იქნებ ზედმეტად სნობი, ამ აზრებს რომ ბანალურს ვეძახი, არადა მართლა მომწონს!

ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა  და აჩეჩილი თმა სარკეში ხელის სავარცხელისებური მოძრაობით შეისწორა. გაზის ქურას მიადგა ძალიან, ძალიან ახლოს და წამის მეასედში გავიგონე ცხელი წყლის ფინჯანის ძირთან შეჯახების ხმა.

დიდი ჭიქა აქვს, შავი, ცისფერი წარწერებით, ან შეიძლება სულაც არაა დიდი, ამ ჭიქის დანახვაზე სულ ყავა ახსენდება.

(more…)

რასაც გულგრილი ვერასოდეს ჩავუვლი (ნაწილი 2)

არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით? ჩემთვის კი! პირველი ნაწილის სანახავად დაკლიკეთ ვარსკვლავს * 

ამ ნაწილში ცოტა უფრო სხვა თემაზე – უსულო საგნებიდან სულიერზე გადავალ. ჰო, ჰო სულიერზე აი თქვენზე და ჩემზე თუმცა ქუჩაში მიმავალს შეიძლება საერთოდ არც შემოგხედოთ.

ეს მხოლოდ ქალებზე მემართება. მერე რა, რომ მეც ქალი ვარ და იმ ლამაზფეხება, შოკოლადისფერ გოგოს არაფერს ვთავაზობ.  მერე რა, რომ ქუჩაში მიმავალს თუ ფორთოხალივით მრგვალი მკერდი მიმიზიდავს და მასთან გასაცნობად არ მივალ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ და ალოგიკურია. სიმართლე გითხრათ  სასიამოვნო გულის აჩქარება და ჩემი რამდენიმეწამიანი გაშტერება ბევრად უფრო სასიამოვნო მგონია ვიდრე იმ მამაკაცებში აღძრული ემოციები, რომლებიც ქუჩაში ლამაზმანს თვალს აყოლებენ.

ვერასოდეს, ვერასოდეს ჩავუვლი გულგრილად – გრძელ, სექსუალურ ფეხებს, კარგი ფორმის თეძოებს და მკერდს, ლამაზ სილუეტს და ცხვირს! მოკლედ რომ ვთქვა – ლამაზ ქალს! თუმცა ჩემთვის ლამაზი – შეიძლება ვინმესთვის სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც მე ვხედავ, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი გარკვეული კრიტერიუმები და დეტალებია და შესაძლოა კონკრეტული აქსესუარის ან დეტალის გამო მიიქციოს ჩემი ყურადღება

რამდენიმე ფოტო ჩემი ფოლდერიდან:

(more…)

სოფელი VS ქალაქი

როგორც წინა პოსტში გითხარით, მოგიყვებით, რითი შეიძლება გაერთო სოფელში და როგორი ხანმოკლეა ხოლმე ტკბილი წუთები! : )     

როგორც გითხარით სოფელში იშვიათად მიწევს ყოფნა. საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი – ჩემი ადრინდელი შეხედულება სოფლის ცხოვრების შესახებ ერთ დღეში შეიცვალა და ვთვლი, რომ:

  • სოფელში ყოველთვის არის საქმე, რომლითაც შეგიძლია თავი შეიქციო!
  • სოფელში შეგიძლია ყოველი დღე სხვადასხვანაირი გქონდეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე!
  • გიწესრიგდება დღის რეჟიმი და იძინებ ადრე – იღვიძებ ადრე! ეს არამხოლოდ შენს ორგანიზმზე, არამედ შენს ხასიათზეც დადებითად მოქმედებს!
  • ჯანსაღ ცხოვრებას კიდევ უფრო უწყობს ხელს ნატურალური საკვები, რომელიც სოფლის უდიდესი პლიუსია.

(ხედი აივნიდან ჭიშკრის მიმართულებით)

მოკლედ, მეორე დღიდანვე იმდენად ბევრი და საინტერესო რამე აღმოვაჩინე, რომ ფილმების ყურება არც კი მომსვლია თავში აზრად.

ძირითადად დროს მაინც გიოსთან ერთად ვატარებდი, მაგრამ გარდა ამისა თხილის გროვება, მდინარის ნაპირზე სეირნობა, კულინარიული ტრეინინგებით და სოფლის მეურნეობაზე (როგორც ბიზნესზე) დაკვირვებით ვიყავი დაკავებული.

გთავაზობთ ჩემს გადაღებულ რენდომ სადილის ფოტოს, ძალიან გემრიელი და ლამაზია ჩემი აზრით, თანაც სოფელში გატარებულ დღეს უხდება: (more…)