ლეპტოპი

Live ეიფორია

ამ დროს მე ნახევრად ვწევარ და ვცდილობ მზის სხივებს ლეპტოპს მიღმა დავემალო… მერე მაინც ვიყურები ფანჯრისკენ, სინათლე აივნისკენ მექაჩება, კარს ვაღებ და ვტკბები სუფთა ჰაერით, თბილი სხივებით, მსუბუქი ქარით და თვალები მეხუჭება… მგონი მეძინება, გუშინ გავათენე…

არ ვიცი კარგია ეს ხმაური ჩემს გარშემო თუ ცუდი, არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ მეძინება და ვიცი, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ჩემზე ცუდადაა და ვინც ჩემზე კარგადაა… თითქოს მამშვიდებს ეს აზრი და ნებას მაძლევს რბილ ბალიშში ჩავიძირო ჩემს უაზრო სიზმრებთან ერთად.

Advertisements

ნაგავი ლეპტოპის მიმდებარე ტერიტორიაზე

უკვე რამდენიმე დღეა ვაპირებ ჩემი ოთახის და ხო, ჩემი ლეპტოპის მაგიდის დალაგებას.

ზოგადად ლეპტოპთან ზომბივით ვზივარ და ამავე მდგომარეობაში ვნთქავ ჩემს შორიახლოს “შემთხვევით” აღმოჩენილ ყველანაირ საკვებს, ვეწევი სიგარეტს და მერე ეს ყველაფერი – დაწყებული ქაღალდებით, დამთავრებული ცარიელი კოლოფებითა და ბოთლებით მაგიდაზე გროვდება (თანაც ისე სწრაფად, რომ ვფიქრობ ხოლმე, როდის მოასწრო ამდენმა ნაგავმა დაგროვებათქო)

და აი, დღესაც, მეგობრისგან რომ მოვედი მაგიდას შევხედე და რადგან ლეპტოპი გათიშული იყო, მის გარშემო დაგროვებული ნაგვის დანახვაც შევძელი : )

გადავწყვიტე, სანამ ჩავრთავდი და ფეისბუქს მივაშტერდებოდი, ჯერ დამელაგებინა.

ასეც მოვიქეცი და დალაგების შედეგად ამოვიღე!:

სნიკერსის ქაღალდი, რომელშიც ოდესღაც შოკოლადი იდო და ჩემს ცუდ ხასიათზე ყოფნას შეეწირა სავარაუდოდ

Bruschette Maretti-ს შეფუთვა (შიგნით ნამცეცებით) სოკოსი.

 Nutella-ს ცარიელი ქილა :@ (კაცმა რომ მკითხოს ტკბილეული არ მიყვარს)

(more…)

Simple, Emotional, Beautiful…

არასოდეს მყვარებია შემოდგომა. ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა ჩემში, ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ეს სეზონი ცვლიდა ზაფხულის ცხელ და უდარდელ დღეებს. გავიდა დრო, სკოლა უნივერსიტეტმა შეცვალა, უნივერსიტეტი – სამსახურმა და თითქოს არდადეგების გაქრობასთან ერთად შემოდგომისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა. თუმცა პოსტი ამაზე სულაც არაა!

(more…)

თბილისი – მარანი, ანუ პირველი პოსტი!

გამარჯობა!

აი მეც დავბრუნდი ვიწყებ თავიდან. დარწმუნებული ვარ შეამჩნევთ, რომ ახალი პოსტები ცოტა სხვანაირია, ძველებს იმდენად არ გავს. მინდა ვწერო პირად და ზოგად თემებზე, ყველაფერზე რაც ჩემს გარშემოა, ასევე მაქსიმალურად მოგაწოდოთ ფოტომასალა! (დაკლიკეთ ამ წინადადებას თუ გსურთ ჩემი ძველი პოსტების ნახვა)

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში (ალბათ) დგება მომენტი, როცა განტვირთვა და სიახლე გვჭირდება. ჩემთანაც დადგა ეს მომენტი და  სოფელში წასვლა გადავწყვიტე!

ჩავალაგე ბარგი

დილის 9 საათზე უკვე მატარებელში ვიჯექი და სოფლისკენ მივდიოდი (more…)