მამაკაცი

Why Men and Women Can’t Be Friends

აი უკვე ისევ პასიური ვარ, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, გადავწყვიტე რაღაც დავწერო. სანამ მსჯელობაზე და ბრძნული აზრების წვიმაზე გადავიდოდე, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს:

თუ შენ ვიდეოს უყურე, და თანაც რაღაც გაარკვიე გარდა იმისა, რომ ეს ბიჭი ძალიან საყვარელია, მაშინ ხვდები, რომ პოსტი ეხება გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობას: )

ინტერვიუ საკუთარ თავთან:

– შეიძლება რომ საპირისპირო სქესის ადამიანები მეგობრობდნენ?

– რა თქმა უნდა. შესაძლებელი კი არა, აუცილებელია. მაშინაც როცა მხოლოდ მეგობრობით არ მთავრდება  ურთიერთობა, მაგალითად ვინც გიყვარს, , მეგობარი უნდა იყოს, რომ მასთან ურთიერთობა შეძლო.

– შესაძლებელია თუ არა მხოლოდ მეგობრობა და არაფერი სხვა? ანუ… Just Friendship

(more…)

Advertisements

რასაც გულგრილი ვერასოდეს ჩავუვლი (ნაწილი 2)

არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით? ჩემთვის კი! პირველი ნაწილის სანახავად დაკლიკეთ ვარსკვლავს * 

ამ ნაწილში ცოტა უფრო სხვა თემაზე – უსულო საგნებიდან სულიერზე გადავალ. ჰო, ჰო სულიერზე აი თქვენზე და ჩემზე თუმცა ქუჩაში მიმავალს შეიძლება საერთოდ არც შემოგხედოთ.

ეს მხოლოდ ქალებზე მემართება. მერე რა, რომ მეც ქალი ვარ და იმ ლამაზფეხება, შოკოლადისფერ გოგოს არაფერს ვთავაზობ.  მერე რა, რომ ქუჩაში მიმავალს თუ ფორთოხალივით მრგვალი მკერდი მიმიზიდავს და მასთან გასაცნობად არ მივალ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ და ალოგიკურია. სიმართლე გითხრათ  სასიამოვნო გულის აჩქარება და ჩემი რამდენიმეწამიანი გაშტერება ბევრად უფრო სასიამოვნო მგონია ვიდრე იმ მამაკაცებში აღძრული ემოციები, რომლებიც ქუჩაში ლამაზმანს თვალს აყოლებენ.

ვერასოდეს, ვერასოდეს ჩავუვლი გულგრილად – გრძელ, სექსუალურ ფეხებს, კარგი ფორმის თეძოებს და მკერდს, ლამაზ სილუეტს და ცხვირს! მოკლედ რომ ვთქვა – ლამაზ ქალს! თუმცა ჩემთვის ლამაზი – შეიძლება ვინმესთვის სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც მე ვხედავ, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი გარკვეული კრიტერიუმები და დეტალებია და შესაძლოა კონკრეტული აქსესუარის ან დეტალის გამო მიიქციოს ჩემი ყურადღება

რამდენიმე ფოტო ჩემი ფოლდერიდან:

(more…)

ქალი რომელიც ყლაპავს

სათაურზე აუცილებლად წარმოიდგენდით რამეს, რაც შეიძლება ქალმა გადაყლაპოს. მე პირადად სათაურის დაწერისთანავე გამახსენდა “Sex and the city”-ს ძველი სერიიდან მომენტი, როდესაც სამანტა მიდის შიდსზე ანალიზის ასაღებად:

თუმცა პოსტი პირდაპირი მნიშვნელობით ყლაპვას არ ეხება და მინდა გითხრათ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა რომ ეხებოდეს. ნათიას პოსტი წავიკითხე და მომინდა მეც დამეწერა იმ ოჯახების შესახებ, სადაც ძალადობა, ცემა, ყვირილი და განუკითხაობა ჩვეულებრივი მოვლენაა. (more…)