არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით? ჩემთვის კი! პირველი ნაწილის სანახავად დაკლიკეთ ვარსკვლავს *
ამ ნაწილში ცოტა უფრო სხვა თემაზე – უსულო საგნებიდან სულიერზე გადავალ. ჰო, ჰო სულიერზე აი თქვენზე და ჩემზე თუმცა ქუჩაში მიმავალს შეიძლება საერთოდ არც შემოგხედოთ.
ეს მხოლოდ ქალებზე მემართება. მერე რა, რომ მეც ქალი ვარ და იმ ლამაზფეხება, შოკოლადისფერ გოგოს არაფერს ვთავაზობ. მერე რა, რომ ქუჩაში მიმავალს თუ ფორთოხალივით მრგვალი მკერდი მიმიზიდავს და მასთან გასაცნობად არ მივალ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ და ალოგიკურია. სიმართლე გითხრათ სასიამოვნო გულის აჩქარება და ჩემი რამდენიმეწამიანი გაშტერება ბევრად უფრო სასიამოვნო მგონია ვიდრე იმ მამაკაცებში აღძრული ემოციები, რომლებიც ქუჩაში ლამაზმანს თვალს აყოლებენ.
ვერასოდეს, ვერასოდეს ჩავუვლი გულგრილად – გრძელ, სექსუალურ ფეხებს, კარგი ფორმის თეძოებს და მკერდს, ლამაზ სილუეტს და ცხვირს! მოკლედ რომ ვთქვა – ლამაზ ქალს! თუმცა ჩემთვის ლამაზი – შეიძლება ვინმესთვის სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც მე ვხედავ, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი გარკვეული კრიტერიუმები და დეტალებია და შესაძლოა კონკრეტული აქსესუარის ან დეტალის გამო მიიქციოს ჩემი ყურადღება
რამდენიმე ფოტო ჩემი ფოლდერიდან:
(more…)