ნიუ-იორკი

თბილისი…?!

კატმანდუში მზე წითელია. ფრანკფურტში? ფრანკფურტში – პუნქტუალური. სამაგიეროდ, თბილისი მზის და ვარდების მხარეა, უფრო სწორად, რაც ვარდები გადავაგდეთ, მხოლოდ მზის.

გუშინ პირველად მივხვდითქო, რომ თბილისი მიყვარს… თუ იმ გრძნობას არ ჩავთვლით, ყოველ რამდენიმე დღიან თბილისთან დაშორებაზე, ქალაქში დიღმის მხრიდან შემოსვლას რომ ახლავს ხოლმე თან…
არაფერი განსაკუთრებული, არც ფირუზისფერი ცა და არც ზურმუხტისფერი ხმელეთი… უფრო თეთრი წინდებით ტალახში მუხლებამდე ჩაფლული, უფეხსაცმელებოდ ბოდიალი, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი, ზემოდან ერთ დიდ განათებულ ბურთად აციმციმებული თბილისი მიყვარს. თბილისი, რომლის უბნებშიც ჩემი მეგობრები დააბიჯებენ, აი იმ ქუჩის ბოლოს, ერთერთ ბინაში ჩემი მეგობარი რომ ცხოვრობს.

hh
თბილისი, ჩემი მეხსიერებიდან? (more…)

ჩემი მეზობლის დაქალი

ის ჩემი ბიძაშვილის უახლოესი მეგობრის დაა, ჩემი მეზობლის დაქალია და ბიძაჩემის ნაშის დისშვილი. ყველაფერი ერთად და ამ ყველაფერთან ერთად ჩემი თანამოქალაქე. თუმცა ეს არავის გვიკვირს, ჩვენ ხომ თბილისში ვცხოვრობთ. ქალაქში რომელიც პარიზსაც ჯობია, ნიუიორკსაც და ყველა სხვა ქალაქსაც რომელიც ოდესმე თუნდაც სიზმარში გინახავთ.

ქუჩა (დეკემბერი, 2011)

ამდენი მოწყენილი სახე ერთად შეუძლებელია სადმე სხვაგან ნახო. ამავდროულად თითოეულ ამ დაღვრემილ გამოხედვასა და შეკრულ წარბში შეიძლება ამოიცნო მეზობლის დაქალი, ბიძაშვილის ნაშა, შენი საუკეთესო მეგობრის ძმა ან ძმის ყოფილი შეყვარებული მაინც.

“მარშუტკა” (დეკემბერი, 2011)

წლის საუკეთესო მობილური ტელეფონი Nokia express music, რომლის ყურსასმენებიც ყოველ მეორეს უკეთია, რბილ სავარძელზე მოკალათებულან, ზოგიც დგას, ზოგს სხვისი ჩანთა უდევს კალთაში. ისინი ყველანი მოწყენილები არიან და მათშიც ასევე შეიძლება ამოიცნო შორეული ნათესავი, ყოფილი კლასელის ძმა ან მეზობლის ბავშვი, თანაც ისეთი ჩახუთულობაა, ისეთი მუქი ფერებია და ისეთი “პონჩიკი”-ს სუნი აქვს ქალს ჩემს თავზე, რომ ეს ნამდვილად იმ ბუფეტის მცხობელი იქნება, ბავშვობაში ბულკზე რომ ვაკითხავდი.

საცობი (დეკემბერი, 2011)

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩები არც ისე ფართე და არც ისე მთაგორიანია, მაინც “ძერსკი” არჩევანია X6 ან თუნდაც რომელიმე სხვა, მთავარია იყოს “ჯიპი”, გზა გადატვირთულია და ყვითელი ავტობუსები ყოველთვის იმ ხაზზე დადიან, სადაც წესით სწრაფად უნდა იარო, მიუხედავად იმისა, რომ 40კმ/სთ-ს სიჩქარე არ აჭარბებს. ყველა მძღოლი წუხს იმის შესახებ, რომ გზები გადატვირთულია, რომ მხოლოდ თავად არიან შუმახერები და (more…)