საზოგადოება

მარტინი უნიქის ტერასაზე

ხუთშაბათს, როგორც წინა პოსტში დავაანონსე, მარტინის ივენთზე ვიყავი მიწვეული, უნიქის ტერასაზე. წინა ივენთზე პირველად მოვინახულე ეს ტერასა და შესაბამისად, პირველ რიგში, ამან გამახარა, რომ წვეულება სწორედ იქ და არა სხვა სართულზე იქნებოდა. დრეს კოდი – საღამოს კაბა (Party Dress). შესაბამისად, შავ კაბასა და შავ დაბალ ფეხსაცმელში გამოვეწყვე და მეგობართან ერთად უნიკისკენ წავედი.

სამწუხაროდ, ამინდმა ზურგი გვაქცია და საშინლად წვიმდა. მიუხედავად ამისა, წვიმას ხელი არ შეუშლია ტერასაზე მარტინის ივენთის გამართვაში. უბრალოდ გადახურეს და როცა შევედი, დამსწრე საზოგადოება მაგიდებთან მარტინის შეექცეოდა სასიამოვნო მუსიკის ფონზე. ასევე, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის მარტინის გოგონები და არანაკლებ სასიამოვნო საზოგადოება.

შევედი თუ არა, ერთი მაგიდა ბლოგერებიც დავინახე, რაც ძალიან მესიამოვნა, ნაცნობი კამპანია ყოველთვის მიქმნის კომფორტს. (more…)

28 წელი ციხეში…

ის დაიჭირეს და 28 წელი მიუსაჯეს… მიზეზს, ვინაობას და ისტორიას მნიშვნელობა არ აქვს.  რაც მთავარია ახლა მას მხოლოდ 4 კედელი, 1 კალამი და ფურცელი აქვს. ფიქრობს ბევრს, იმედი თითქმის აღარ აქვს და უბრალოდ ცდილობს ეს უსასრულობამდე გაწელილი წუთები როგორმე ააჩქაროს. რთულია როცა მხოლოდ შენ იცი ჭადრაკი და საკუთარ თავს ეთამაშები – ხან იგებ, ხან აგებ. რაც მთავარია სანამ შენ თამაშობ ცხოვრების წლები ეწირება ოთხ ჭუჭყიან კედელს, გვირაბის ბოლოში შემოჭრილ მზის სხივსა და ფიქრებს.

ოჰ, ეს სოციალური არსებები. ძალიან მარტივად, ყოველგვარი შებრალების გარეშე წყვეტენ რამდენი წელი უნდა იტანჯო. შენ? შენ კი ზიხარ ციხეში, ითვლი წამებს, წუთებს, საათებს…. თუმცა ამდენ რამეზე ცხოვრებაში ერთიანად არ გიფიქრია, რამდენსაც აქ ერთ საათში ასწრებ. ვიწრო და ყოველდღიური ცხოვრებიდან კომეტასავით წყდები და ფილოსოფიაში იძირები.

(more…)

ფლეშმობი საქართველოში (?? oO)

წარმოიდგინე სიტუაცია, მიდიხარ ქუჩაში, თან რაღაცაზე ფიქრობ. შენს გარშემო უამრავი ადამიანი მოძრაობს როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ცენტრალურ ქუჩებზე და შენც როგორც ყოველთვის ზუსტად ისე უვლი გვერდს თითოეულ მათგანს, უმეტესობას არც უყურებ მაგრამ უცებ ხედავ როგორ ეცემა მწვანე მაისურში გამოწყობილი ბიჭი, უცებ მისი მეგობარი გოგონაც ეცემა, ხედავ როგორ ეცემა შენს გარშემო ყველა მიყოლებით და პანიკდები, და აღარ იცი შენც დაეცე თუ იმ ქერათმიან ლამაზმანს დაეხმარო შენს წინ რომ გდია და დეკოლტეში მადისაღმძვრელად მოუჩანს მკერდი, თუმცა რა დროს მკერდია ამდენი ხალხი ძირს რატომ ყრია?  (more…)