საქართველო

Coffee Break, Tbilisi, Georgia.

რა ჯობია მყუდროდ მოკალათებას, ყავით და სიგარეტით, ლაპარაკს ნებისმიერ თემაზე რაც თავში მოგივა და დასვენებას? შენ არ ვიცი როგორ ზიხარ პოსტის კითხვისას, მე ყავას ვსვამ, სიგარეტს ამ წამს მოვუკიდე და ჩემს ერთობ მივიწყებულ ბლოგზე პოსტის წერა დავიწყე.

მაისის ზომიერად თბილსა და სასიამოვნო გაზაფხულზე, რომ გითხრა რამე განსაკუთრებული ხდებათქო, მოგატყუებ. თუ იმას არ ჩავთვლი, რომ რამდენიმე სასიამოვნო დღე მქონდა (მაგალითად Friday Night At Unique) და ჰო, ახალი სამსახური (ამაზე ოდნავ მოგვიანებით)

→ Starbucks

გახსოვს ალბათ, ერთერთ პოსტში (და არამარტო პოსტში), ვწუწუნებდი, რატომ არ არის საქართველოში Starbucks-თქო. და აი ისიც, გამოჩნდა…  ყავის სახლის რა გითხრა, მაგრამ თვითონ ყავის შეძენა უკვე შესაძლებელია სუპერმარკეტ ბიგბენში – ჭავჭავაძის გამზ. 52 | სუპერმარკეტში – ნაფარეულის ქუჩა 9

“შემოთავაზებულია მხოლოდ 3 სახის დაფქული ყავა პრესისა და მანქანისთვის, რომლებიც ჩვენს კედელზე შეგიძლიათ იხილოთ.მომავალში იგეგმება სტარბაქსის სხვა ყავების შემოტანაც.” (c) Starbucks In Georgia

! ფასი არ მომეწონა, 35 ლარი 340 გრამი დაფქვილი ყავისთვის (თუნდაც სთარბაქსისთვის) ძალიან ძვირია.

→ Coffee Sisauri

რა თქმა უნდა, სთარბაქსის ბრენდთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ, გავიგე, რომ შესაძლებელია ხსნადი ყავის წონით ყიდვა. დგას პატარა ჯიხურები, სადაც შესაძლებელია იყიდო სხვადასხვა სახეობის ყავა, ჭიქები და ა.შ ყიდვა შესაძლებელია კოლმეურნეობის მოედანზე, სუპერმარკეტ “პოპულში”, ასევე “თბილისი ცენტრალში”. შეიძლება კიდევ სხვაგანაც იყიდება, მე მხოლოდ ამ წერტილებში ვნახე. ფასი: 100გრ. 5 ლარი. მოკლედ, ვიყიდე 200 გრამი და სახლში ბედნიერი დავბრუნდი იმიტომ, რომ შეფუთვა მომეწონა. არ ვიცი რატომ მაქვს გართულება, მაგრამ მგონია შეფუთვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა ყავას ეხება. ვერ წარმოიდგენ რა სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ამ ქაღალდის პაკეტს სახლისკენ რომ მომქონდა…  (more…)

Advertisements

ცოტა რამ Starbucks-ის შესახებ

ჩემმა ნაცნობებმა იციან, რომ ყავა ჩემი სისუსტეა. დღის მანძილზე რომ დაახლოებით 9 ჭიქა ყავას ვსვამ, ეს პოსტებშიც მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთერთ ფორუმზე ჩემი ნიკი იყო Coffee.

აქედან გამომდინარე, ერთერთი პირველი, რასაც საქართველოში ვისურვებდი – სთარბაქსია. თუ არ გაგისინჯავს, გაგონილი მაინც აუცილებლად გექნება. სწორედ სთარბაქსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მინდა მოგაწოდო პირველი პოსტით, კატეგორიიდან “რა აკლია საქართველოს”

(more…)

ნუ გეშინია, არ იკბინება “სუხიშვილების ჯუთა”

გუშინ სახლისკენ მომავალი 90-ანების საქართველოს ვიხსენებდი. იმ დროს, როცა საღამოს თუ შუქი დაგხვდებოდა, შეგეძლო კმაყოფილი სახით დამჯდარიყავი ტელევიზორის წინ და საუკეთესო შემთხვევაში ფილმი “როკი”-ს მეოთხე ან მეხუთე ნაწილი გენახა (ჰო, ჰო იმ “როკი”-ს, სტალონე რომ მოკრივეა)

მოკლედ, სახლში დაბრუნებულმა ლეპტოპი ერთი დღით უგულებელვყავი, საწოლზე მივწექი და power ღილაკით დიდი ხნის მივიწყებული “ცისფერი ეკრანი” ჩავრთე.

საერთოდ, ტელევიზორს რომ არ ვწყალობ ხომ კარგი, მაგრამ ვუყურებდი გადაცემას სახელად “100 გრადუსი ცელსიუსი” და გადაცემის ბოლომდე ვერ დავადგინე წამყვანის არსებობის მიზანი, მისი კითხვების არსი და ა.შ… საერთოდ ვერ გავიგე რას აკეთებს აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.

(more…)

GEORGIAN FASHION WEEK SPRING / SUMMER 2012

Art is Fashion, Fashion is Art

სწორედ ამ სლოგანით ჩატარდა ქართული მოდის კვირეული გაზაფხული/ზაფხული 2012.   განრიგი ასე გამოიყურებოდა:

ესეიგი, პირველ დღეს, 2 საათზე იყო გოდფრი დენის workshop, საღამოს რვა საათიდან კი ეროვნულ მუზეუმში ოფიციალურად გაიხსნა Fashion Week.

სამწუხაროდ S/S 2012-ზე მხოლოდ ამ დღეს მოვახერხე მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა ავთანდილის, ქეთი ჩხიკვაძის და აკა ნანიტაშვილის ჩვენებები.  (more…)

Altervision 2011 = Fail

ოდნავ დაგვიანებული პოსტია, მაგრამ მინდოდა დამეწერა

(more…)

ძვირადღირებული ქალიშვილობა და ფასდაკლება კუნილინგუსზე =)

ჯორდანო ბრუნო დაწვეს და დიდი ამბავი ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ თუ ვინმე ჩემთვის 1-2 “ტკბილ” სიტყვას გაიმეტებს.

პოსტის დაწერა “პროფილის” კრეტინულმა, იაფფასიანმა გადაცემამ გადამაწყვეტინა, რომელიც ეხლახანს მხოლოდ იმიტომ ჩავრთე რომ გამეგო რა იყო ამ გადაცემაში  ისეთი, მთელი საქართველო რომ შეძრა : ) სიმართლე გითხრათ +5min ვაჭერდი და ვცდილობდი სადმე მაინც მომესმინა რამე საინტერესო და ვერაფერი გავიგე გარდა იმისა, რომ ბევრისთვის სექსი დღემდე “უზრდელობაა” ხოლო საწყალმა ქართველმა ქალებმა ორგაზმის შესახებ არაფერი იციან. კიდევ უფრო გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ ამით არავინ განცვიფრებულა, უფრო ჰომოფობიური შეტევებით აქტიურობდნენ. (more…)

ფლეშმობი საქართველოში (?? oO)

წარმოიდგინე სიტუაცია, მიდიხარ ქუჩაში, თან რაღაცაზე ფიქრობ. შენს გარშემო უამრავი ადამიანი მოძრაობს როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ცენტრალურ ქუჩებზე და შენც როგორც ყოველთვის ზუსტად ისე უვლი გვერდს თითოეულ მათგანს, უმეტესობას არც უყურებ მაგრამ უცებ ხედავ როგორ ეცემა მწვანე მაისურში გამოწყობილი ბიჭი, უცებ მისი მეგობარი გოგონაც ეცემა, ხედავ როგორ ეცემა შენს გარშემო ყველა მიყოლებით და პანიკდები, და აღარ იცი შენც დაეცე თუ იმ ქერათმიან ლამაზმანს დაეხმარო შენს წინ რომ გდია და დეკოლტეში მადისაღმძვრელად მოუჩანს მკერდი, თუმცა რა დროს მკერდია ამდენი ხალხი ძირს რატომ ყრია?  (more…)