საჩუქარი

Freedom Music Event

პარასკევს დილიდან სიცხე მქონდა, მაგრამ ამ ივენთს თითქმის ერთი კვირა ველოდებოდი, შესაბამისად წასვლა არ გადამიფიქრებია და საღამოს 11-ის წუთებზე უკვე ტელევიზიის პავილიონის წინ ვიდექი ჯესისთან და რამდენიმე ნაცნობთან ერთად. ბლოგერებიდან ჩვენ გარდა კიდევ გიორგი მანთიძე და ქილიფა იყვნენ, რომლებსაც უკვე შესულებს მოვკარი თვალი დიდი ფანჯრიდან (სამივეს ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ივენთის შესახებ)

ცოტა არ იყოს პრობლემური ფეისკონტროლის გავლის შემდეგ პავილიონში შევედით და შესასვლელშივე მოვაწერეთ ხელი პატარა ბარათებზე (სადაც ხელმოწერით ვადასტურებდით, რომ ვართ სრულწლოვნები და ფოტოგადაღების უფლებას ვიძლევით)… სამაჯურებიც გაგვიკეთეს.

 დარბაზში შევედით… (more…)

სადღაც შორს… ვიღაც შენ

Zoom out 100%

დიდი სამყარო, დიდი ქალაქები, დიდი ტერიტორიები დიდი შენობებითა და ქუჩებით. ჭიანჭველების არმიასავით შესეული ხალხი მთელ ხმელეთზე ქაოსურად მოძრაობს და ქმნის სამყაროს. რაღაც “მანქანების” დახმარებით დომინირებენ მთელ ამ სფეროში მოქცეულ ბურთივით პლანეტაზე. დიახ, მათთვის ბრუნავს დედამიწა!

Zoom in 50%

სადღაც, დიდი ქალაქის დიდ უბანში, დიდი ქუჩის ერთერთ დიდ კორპუსში, დიდი ბინის დიდ ოთახში, დიდ მაგიდასთან ზის ერთერთი ადამიანი (ერთერთი იმ უამრავიდან) და ტკბება ცხოვრებით, მერე რა რომ კადრის დაშორებასთან ერთად ისიც ჭიანჭველასავით პატარა ხდება ზუსტად ისე, როგორც პატარა ქალაქის პატარა უბნის პატარა ბინაში, პატარა მაგიდასთან მჯდომი პატარა გოგონა.

(more…)