ტრენდი

Elle Cover Make Up ❤

დიდი ხანია სილამაზესა და ჯანმრთელობაზე პოსტი არ დამიწერია. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო დროს სხვა რამეებზე მეტად ვფიქრობ. გუშინ ჟურნალ ELLE-ს სტატიას ვკითხულობდი და იქ აღმოვაჩინე, ამავე ჟურნალის მიერ დასახელებული თვის “ჟურნალის ყდის მაკიაჟი”.

ალბათ იცი, რომ ჩემი სუნამოსა და ტანის ლოსიონის გამო, Clinique-ს დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჟურნალის ყდისთვის გამოყენებული თითოეული პროდუქცია კი, სწორედ ამ ბრენდს ეკუთვნის.

ივნისში ყველაზე საჭირო მაკიაჟი, ჟურნალს თუ დავუჯერებთ: (more…)

კაბა გაზაფხულის სურნელით Vol.2

მთელი ბავშვობა ხან კონკიას როლი მქონდა, ხან გოგონასი(სამი დათვიდან).  ეს იმიტომ, რომ პატარა, ქერა და ცისფერთვალება, თეთრზე თეთრ კანიანი ბავშვი ვიყავი. ყველა ლოგიკით და გარეგნული ნიშანთვისებებით, სხვებისაგან ჩემი აღქმის მიხედვით მე უნდა ვყოფილიყავი “Pink Blonde”, ანუ ისეთი გოგონა, რომელსაც უნდა სჯეროდეს მარადიული სიყვარულის, ხშირად უყურებდეს მელოდრამებს და ზოგჯერ ფინალზე ტიროდეს კიდეც, თუმცა პოსტი ამაზე არ არის, შესაბამისად ბევრს აღარ ვილაპარაკებ და გეტყვით, რომ რელაურად ჩემი გემოვნება ვარდისფერი “ფუშფუშა” კაბებისგან ან რბილი სათამაშოებისგან ძალიან შორს არის. ყოველთვის უხეში, მუქი და პრაქტიკული ტანსაცმელი მიზიდავდა.

წელს დიდი ზამთრის შემდეგ ბევრად უფრო მძაფრია გაზაფხულის მოლოდინი, ვიდრე შარშან, ან შარშანწინ. თითქოს ეს მოდის სახლებმაც იგრძნეს და თავის სასარგებლოდ გამოიყენესო, მსოფლიოს მოდის სახლების გავლენით 2011 წლის გაზაფხული პასტელის ფერებით ააჭრელეს და ამ ნაცრისფერ რეალობაში (ფერად ტელევიზორზე დახამებული შავთეთრი ტელევიზორის ეპოქის ხალხივით) ყველას ერთი სული გვაქვს როდის მოვა მარტი.

პასტელის ფერებიც და წლევანდელი ტრენდებიც ცუდი არ არის, მაგრამ მე მაინც ჩემი საკუთარი ფავორიტები მინდა გაჩვენოთ. არასოდეს ვყოფილვარ მოდას აყოლილი, რადგან ვთვლი, რომ რაღაცის ჩაცმა მხოლოდ იმიტომ, რომ “მოდაშია” ნამდვილი სისულელეა, თუმცა არც იმას უარვყოფ, რომ ხანდახან ზოგიერთ ტანსაცმელს ტენდენციის გამოც ვანიჭებ უპირატესობას, მოკლედ, მთავარია სწორად მოირგო.

ჩემს ლეპტოპში უთვალავი ფოტო და უთვალავი ფოტოფოლდერია, რომელთა შორის ერთერთში, წელს გაზაფხულზე სიამოვნებით რომ ჩავიცვამდი, ის ტანსაცმელია (აი ფოტოები ამ ფოლდერიდან):

→ კაბები

    (more…)