ფოტო

რა არის ფინთერესთი?

pinterest  ??.. >.<

ეს კითხვა პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა ფეისბუქის ნიუს ფიდში ჩემი მეგობრების მიპინული რაღაცები შევამჩნიე

– someone pinned something on pinterest.

pin

→ ფინთერესთი სოციალური ქსელია, რომელზეც:

 სხვა სოციალური ქსელების მსგავსად,  გაივლი რეგისტრაციას, ქმნი პროფილს და პირველ ეტაპზე, შენს გვერდზე სრული სიცარიელეა. თუმცა, ამ სიცარიელეს მართკუთხედის ფორმის ნიშნები ახლავს თან, ისინი განიშნებენ, რომ უნდა შექმნა დაფა (board).

რისთვის არის საჭირო დაფა? ან რას ემსახურება ეს სოციალური ქსელი?

ფინთერესთი ამ დაფების საშუალებით, გთავაზობს წესრიგში მოიყვანო და სხვებსაც გაუზიარო ის, რასაც შენ ყოველდღიურად ნახულობ ინტერნეტ სივრცეში. დაფებს (დაფა ცოტა უხერხულად ჟღერს, ამიტომ მე ბორდს ვეძახი) ადამიანები იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებისთვის:  ქორწილის დასაგეგმად, ტანსაცმელის შესარჩევად – გარდერობის განახლება, რეცეპტების შესაგროვებლად და ა.შ

შენ არამხოლოდ საკუთარი დაფის შექმნა, არამედ სხვების დაფების თვალიერება შეგიძლია. ეს იმდენად საინტერესო პროცესია, ხანდახან საათობით ვათვალიერებ სხვის ბორდებს, მით უმეტეს, თუ მათი გემოვნება და ინტერესები ჩემსას ემთხვევა. თან, რამდენჯერმე სხვა ბორდების თვალიერებისას ის მომენტიც მქონდა “მე რატომ არ მაქვს ამ ტიპის დაფა?” ანუ, სხვისი დაფის შთაგონებით, იმავე თემატიკაზე ჩემი დაფაც შემიქმნია.

→ როგორ გამოიყურება დაფები ფინთერესთზე: (more…)

Advertisements

ქუჩაში ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ…

ჰო, შენ ქუჩაში მიმავალი ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ, სხვებისგან არაფრით გამორჩეული.

მერე ფეისბუქი ყველაფერს ცვლის.

→ იცვლება პროფილის ფოტო, მეგობრების რაოდენობა, შენი ალბომები…

→ იცვლება რილეიშინშიფ სტატუსი single → in relationship→ married 

→  მატულობს შენით დაინტერესებული მომხმარებლების რაოდენობა…

შენ  ფეისბუქის ყველა მომხმარებლის ნიუს ფიდში ხარ და ყურადღებას იპყრობ. გაკრიტიკებენ, განგიხილავენ და გაფასებენ ყველა კრიტერიუმით.

ზოგი სუბიექტურად, ზოგი ობიექტურად, თუმცა რაც მთავარია შენ ერთი ჩვეულებრივი გოგო იყავი ქუჩაში, არაფრით გამორჩეული და ვერც ვერავის ყურადღებას იქცევდი მანამ, სანამ…. (more…)

სექსუალური თეთრეული vol.2 და ტელეფონი კარგი ვიბროზარით

დღეს ვალენტინობა არ არის, თუმცა სანამ დანარჩენზე გადავიდოდე, აუცილებლად უყურე ვიდეო რგოლს:

ალბათ შენც, ისევე როგორც მე, ვერ შეამჩნიე რომელი ბრენდის მობილურ ტელეფონს უპასუხა ამ მშვენიერმა არსებამ… (მმმ… ერთი წუთით?!)

დიახ, მართალია! ეს არ არის პოსტებში უკვე მრავალჯერ მოხსენიებული  Samsung Galaxy Note… ეს ტელეფონი არც ეფლის iPhone 4 არაა…

(more…)

ინტერნეტი ჯიბეში (“მობილური” თაობა)

მე არ ვარ მობილური ტელეფონების სპეციალისტი. არც სუპერ მოდურ ტელეფონზე მეოცნებე ადამიანი ვარ, რომელსაც ოღონდ კარგი ტელეფონი ჰქონდეს და დაგლეჯილი ფეხსაცმელი არ შეაწუხებს.

რა თქმა უნდა, კარგია როცა კარგი ტელეფონი და სხვა (თუნდაც ფეხსაცმელი) ასევე კარგი გაქვს, მაგრამ თბილისის ქუჩებში, ძირითადად თვალში მხვდება ხოლმე ცუდად ჩაცმული და ტექნიკის ხამი საზოგადოება.

იმის გამო, რომ ტელეფონი ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ბოლო წლების მანძილზე სულ უბრალო და უაზრო ტელეფონებით დავდივარ.

ჩემი წინა ტელეფონი მოტოროლა L6 (ვარდისფერი), ისევე უბრალო იყო, როგორც ახლანდელი ნოკია 2600.


        

როგორ გახდა მობილური ტელეფონი მასთჰევი? (more…)

7 მარტის ქრონიკა!

„ – გაცნობებთ, რომ ბრალი გედებათ სხვისი ყურადღების უკანონოდ მიპყრობაში, გაითვალისწინეთ, ყველა თქვენს მიერ დაწერილი პოსტი და სიტყვა შესაძლოა გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება!“

ეს სიტყვები სხაპასხუპით წარმოთქვა და დაკავების ოქმის ასლი ჩამიკუჭა ხელში (თუმცა სულაც არ უთქვამს, რომ ეს ნაგავი დაკავების ოქმის ასლია, ალბათ იმიტომ რომ იცის, ჩემი იურიდიული განათლების შესახებ)

თვალებში მიორდება და ვცდილობ ფოკუსი ოქმზე გავასწორო, ყურებში ისევ ზარივით მესმის მისი სიტყვები  და ვერაფრით ვერ ვაკავშირებ დანაშაულს „პოსტთან“ ნუთუ ბლოგის გამო მიჭერენ?

ძალიან მცირე დროში, ნახევრად ღია უფანჯრო ოთახში ვარ, რკინის სქელი ბოძები და მხოლოდ გაჯით შელესილი კედლებია. ხო, კიდევ ჭუჭყიანი ნიჟარა(ე.წ „რაკოვინა“) კარების უკან. მე რა მაქვს? მაქვს რამდენიმე ღერი სიგარეტი, ჩემი ტელეფონი, ჩემი ჯინსის შარვალი მიჭირავს ხელში (მეორე მაცვია), ტატუ და სიცარიელე. უჰაერობაა, მცხელა!!

(more…)

პოსტი ჩემზე

მე ხშირად მეცვლება გემოვნება.

თუ თავს მომაბეზრებ, გამაბრაზებ ან ცუდ ხასიათზე დამაყენებ მე შემიძლია შეგაშინო ჩემი სიმღერით… (სიმღერით შეშინებული ასევე შეიძლება აღმოჩნდე, თუ ჩემს აბაზანას შემთხვევით ჩაუვლი, როცა მე შიგნით ვბანაობ)

ფოტოების გადაღება არ მიყვარს, როცა ეს ჩემი ინიციატივით არ ხდება, სამაგიეროდ, როცა  მინდა დედაჩემის მიერ შემთხვევით ოთახში ჩავლას მოსდევს ტექსტი:

– გამომივიდა ნაომი კემპბელი 

დღის განმავლობაში ვსვამ 9-10 ჭიქა ყავას

ძირითადად მძინავს ორ დღეში ერთხელ (თუმცა იმდენ ხანს, რომ მერე შემიძლია 2 დღე არ დავიძინო)

დიასახლისის ანტონიმი რომ იყოს საჭირო ნამდვილად ჩემს სახელს დაარქმევდნენ (რაც ჩემი ცხოვრების უდიდეს მინუსად მიმაჩნია, სრული სერიოზულობით)

მინდა ცარიელი სახლი (როგორც ადამიანებისგან, ისე ავეჯისგან) – ბევრი სასმელით, ყავით, ინტერნეტით და დიდი აბაზანით.

ბედნიერებისთვის მჭირდება – ზემოთხსენებული სახლი, კარგი სექსი და კარგი კვება (დანარჩენს თვითონ მოვაგვარებ)

ერთფეროვნებას წყობილებიდან გამოვყავარ (ეს ეხება ყველაფერს გამონაკლისის გარეშე)

მიყვარს ახალი საქმის დაწყება (თუმცა ყოველთვის მირჩევნია ეს საქმე სხვამ დაამთავროს)

(more…)

მოდი არ გვინდა ყავა!

მოდი არ გვინდა ყავა  ვიწვეთ 1-10 წუთით მეტი  (more…)