ფული

სექსუალური თეთრეული…

ზომა, ფორმა, სტილი, ფერი, ფაქტურა… ტიპი რომელიც შენთვის ყველაზე მოხერხებულია…

სექსუალური თეთრეულის დანახვასა და შეხებაზე გული მიჩქარდება…

თუმცა იმდენი დეტალია,  ვისთვის სექსუალური – ვისთვის ვულგარული. ან პირიქით, ვისთვის ბავშვური – ვისთვის მიმზიდველი.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გემოვნების სიჭრელისა და დავისა იმაზე, უნდა ვიდაოთ თუ არა გემოვნებაზე, არის რაღაცეები, რაც ცალსახად სექსუალური და მიმზიდველია (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ)


სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ყველას არ აქვს საკმარისი ფული თეთრეულის გარდერობის განახლებისა და გამდიდრებისთვის… თითქოს ეს საკითხი მეორეხარისხოვანიაო, მხოლოდ გარეტანსაცმელზე ზრუნვასა და პალტო/ჩექმაზე იხარჯებიან… დაახლოებით ის სიტუაციაა, ბროწეული რომ ხასხასა წითელია და შიგნით ლპება.

რატომ არ აცვია ქალს ლამაზი თეთრეული? (more…)

28 წელი ციხეში…

ის დაიჭირეს და 28 წელი მიუსაჯეს… მიზეზს, ვინაობას და ისტორიას მნიშვნელობა არ აქვს.  რაც მთავარია ახლა მას მხოლოდ 4 კედელი, 1 კალამი და ფურცელი აქვს. ფიქრობს ბევრს, იმედი თითქმის აღარ აქვს და უბრალოდ ცდილობს ეს უსასრულობამდე გაწელილი წუთები როგორმე ააჩქაროს. რთულია როცა მხოლოდ შენ იცი ჭადრაკი და საკუთარ თავს ეთამაშები – ხან იგებ, ხან აგებ. რაც მთავარია სანამ შენ თამაშობ ცხოვრების წლები ეწირება ოთხ ჭუჭყიან კედელს, გვირაბის ბოლოში შემოჭრილ მზის სხივსა და ფიქრებს.

ოჰ, ეს სოციალური არსებები. ძალიან მარტივად, ყოველგვარი შებრალების გარეშე წყვეტენ რამდენი წელი უნდა იტანჯო. შენ? შენ კი ზიხარ ციხეში, ითვლი წამებს, წუთებს, საათებს…. თუმცა ამდენ რამეზე ცხოვრებაში ერთიანად არ გიფიქრია, რამდენსაც აქ ერთ საათში ასწრებ. ვიწრო და ყოველდღიური ცხოვრებიდან კომეტასავით წყდები და ფილოსოფიაში იძირები.

(more…)

რასაც გულგრილი ვერასოდეს ჩავუვლი (ნაწილი 1)

არის რამე ისეთი, რასაც ქუჩაში გავლისას გულგრილად ვერ ჩაუვლით?

ჩემს შემთხვევაში პროდუქცია მრავალფეროვანია, რამდენიმეს გამოვარჩევ:

ნაწილი პირველი

 საკანცელარიო ნივთები

როდესაც მაღაზიის ვიტრინაში, თაროზე ან თუნდაც ქუჩაში დახლზე ვხედავ სხვადასხვანაირ ბლოკნოტებს, რვეულებს, კალმებს, ფანქრებს, სტეპლერებსაც კი და ა.შ მზად ვარ მთელი ფული დავხარჯო და ყველაფერი სახლში წავიღო. მერე მახსენდება რომ ამ ნივთებს ვერაფერში გამოვიყენებ სასიკეთოდ და ვდგავარ – ვუყურებ, ვუყურებ და ზოგჯერ დიდი ხნის ყურების შემდეგ 1 რამეს მაინც ვირჩევ. 

თქვენ წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერი ვარ როცა რვეული/ბლოკნოტი/კალამი მართლა მჭირდება! ყურებამდე გაღიმებული მივაბიჯებ უახლოესი მაღაზიისკენ და გამყიდველის უკმაყოფილო სახის მიუხედავად რამდენიმე ათეული წუთი ვარჩევ იმ ერთ საწყალ ნივთს რომელიც უნდა ვიყიდო.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს:

(more…)