ქალაქი

სიმწვანე ქალაქთან ახლოს…

მგონი ბოლოს და ბოლოს ზამთარი წარსულს ჩავაბარეთ და თბილისის ქუჩებში მზის სხივებმა გამოანათა… ალბათ შენც ჩემსავით ელოდი კარგ ამინდს და სიცივის შეგრძნება შენც გიკარგავდა გარეთ გასვლის სურვილს. ახლა კი, რაც არ უნდა ბევრი სასიარულო მქონდეს,  არ მეზარება გასვლა და მიხარია კიდეც.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ კუს ტბაზე ასვლაზე… მინდა მსგავსი ადგილები რამდენიმე კი არა, ბევრი ჰქონდეს თბილისს. რამდენადაც ვიცი კუს ტბაზე wi-fi არ არის, თორემ აუცილებლად ვიტყოდი ეს ადგილი პატარა სამოთხეათქო. რა შეედრება გაზაფხულის მზიან შაბათს, ზურგჩანთას რომ აიღებ, შვილს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანს ხელს მოკიდებ და კუს ტბაზე წახვალ. იქ სადმე მყუდრო ადგილზე გაშლი პლედს და წამოგორდები… მზის სხივებითა და სუფთა ჰაერით დატკბები, განიტვირთები მტვრიანი ქალაქის ხმაურისგან.

(more…)

Advertisements

სოფელი VS ქალაქი

როგორც წინა პოსტში გითხარით, მოგიყვებით, რითი შეიძლება გაერთო სოფელში და როგორი ხანმოკლეა ხოლმე ტკბილი წუთები! : )     

როგორც გითხარით სოფელში იშვიათად მიწევს ყოფნა. საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი – ჩემი ადრინდელი შეხედულება სოფლის ცხოვრების შესახებ ერთ დღეში შეიცვალა და ვთვლი, რომ:

  • სოფელში ყოველთვის არის საქმე, რომლითაც შეგიძლია თავი შეიქციო!
  • სოფელში შეგიძლია ყოველი დღე სხვადასხვანაირი გქონდეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე!
  • გიწესრიგდება დღის რეჟიმი და იძინებ ადრე – იღვიძებ ადრე! ეს არამხოლოდ შენს ორგანიზმზე, არამედ შენს ხასიათზეც დადებითად მოქმედებს!
  • ჯანსაღ ცხოვრებას კიდევ უფრო უწყობს ხელს ნატურალური საკვები, რომელიც სოფლის უდიდესი პლიუსია.

(ხედი აივნიდან ჭიშკრის მიმართულებით)

მოკლედ, მეორე დღიდანვე იმდენად ბევრი და საინტერესო რამე აღმოვაჩინე, რომ ფილმების ყურება არც კი მომსვლია თავში აზრად.

ძირითადად დროს მაინც გიოსთან ერთად ვატარებდი, მაგრამ გარდა ამისა თხილის გროვება, მდინარის ნაპირზე სეირნობა, კულინარიული ტრეინინგებით და სოფლის მეურნეობაზე (როგორც ბიზნესზე) დაკვირვებით ვიყავი დაკავებული.

გთავაზობთ ჩემს გადაღებულ რენდომ სადილის ფოტოს, ძალიან გემრიელი და ლამაზია ჩემი აზრით, თანაც სოფელში გატარებულ დღეს უხდება: (more…)