შიში

ნუ გეშინია, არ იკბინება “სუხიშვილების ჯუთა”

გუშინ სახლისკენ მომავალი 90-ანების საქართველოს ვიხსენებდი. იმ დროს, როცა საღამოს თუ შუქი დაგხვდებოდა, შეგეძლო კმაყოფილი სახით დამჯდარიყავი ტელევიზორის წინ და საუკეთესო შემთხვევაში ფილმი “როკი”-ს მეოთხე ან მეხუთე ნაწილი გენახა (ჰო, ჰო იმ “როკი”-ს, სტალონე რომ მოკრივეა)

მოკლედ, სახლში დაბრუნებულმა ლეპტოპი ერთი დღით უგულებელვყავი, საწოლზე მივწექი და power ღილაკით დიდი ხნის მივიწყებული “ცისფერი ეკრანი” ჩავრთე.

საერთოდ, ტელევიზორს რომ არ ვწყალობ ხომ კარგი, მაგრამ ვუყურებდი გადაცემას სახელად “100 გრადუსი ცელსიუსი” და გადაცემის ბოლომდე ვერ დავადგინე წამყვანის არსებობის მიზანი, მისი კითხვების არსი და ა.შ… საერთოდ ვერ გავიგე რას აკეთებს აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.

(more…)

Advertisements

ქალი რომელიც ყლაპავს

სათაურზე აუცილებლად წარმოიდგენდით რამეს, რაც შეიძლება ქალმა გადაყლაპოს. მე პირადად სათაურის დაწერისთანავე გამახსენდა “Sex and the city”-ს ძველი სერიიდან მომენტი, როდესაც სამანტა მიდის შიდსზე ანალიზის ასაღებად:

თუმცა პოსტი პირდაპირი მნიშვნელობით ყლაპვას არ ეხება და მინდა გითხრათ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა რომ ეხებოდეს. ნათიას პოსტი წავიკითხე და მომინდა მეც დამეწერა იმ ოჯახების შესახებ, სადაც ძალადობა, ცემა, ყვირილი და განუკითხაობა ჩვეულებრივი მოვლენაა. (more…)