მაისი

Coffee Break, Tbilisi, Georgia.

რა ჯობია მყუდროდ მოკალათებას, ყავით და სიგარეტით, ლაპარაკს ნებისმიერ თემაზე რაც თავში მოგივა და დასვენებას? შენ არ ვიცი როგორ ზიხარ პოსტის კითხვისას, მე ყავას ვსვამ, სიგარეტს ამ წამს მოვუკიდე და ჩემს ერთობ მივიწყებულ ბლოგზე პოსტის წერა დავიწყე.

მაისის ზომიერად თბილსა და სასიამოვნო გაზაფხულზე, რომ გითხრა რამე განსაკუთრებული ხდებათქო, მოგატყუებ. თუ იმას არ ჩავთვლი, რომ რამდენიმე სასიამოვნო დღე მქონდა (მაგალითად Friday Night At Unique) და ჰო, ახალი სამსახური (ამაზე ოდნავ მოგვიანებით)

→ Starbucks

გახსოვს ალბათ, ერთერთ პოსტში (და არამარტო პოსტში), ვწუწუნებდი, რატომ არ არის საქართველოში Starbucks-თქო. და აი ისიც, გამოჩნდა…  ყავის სახლის რა გითხრა, მაგრამ თვითონ ყავის შეძენა უკვე შესაძლებელია სუპერმარკეტ ბიგბენში – ჭავჭავაძის გამზ. 52 | სუპერმარკეტში – ნაფარეულის ქუჩა 9

“შემოთავაზებულია მხოლოდ 3 სახის დაფქული ყავა პრესისა და მანქანისთვის, რომლებიც ჩვენს კედელზე შეგიძლიათ იხილოთ.მომავალში იგეგმება სტარბაქსის სხვა ყავების შემოტანაც.” (c) Starbucks In Georgia

! ფასი არ მომეწონა, 35 ლარი 340 გრამი დაფქვილი ყავისთვის (თუნდაც სთარბაქსისთვის) ძალიან ძვირია.

→ Coffee Sisauri

რა თქმა უნდა, სთარბაქსის ბრენდთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ, გავიგე, რომ შესაძლებელია ხსნადი ყავის წონით ყიდვა. დგას პატარა ჯიხურები, სადაც შესაძლებელია იყიდო სხვადასხვა სახეობის ყავა, ჭიქები და ა.შ ყიდვა შესაძლებელია კოლმეურნეობის მოედანზე, სუპერმარკეტ “პოპულში”, ასევე “თბილისი ცენტრალში”. შეიძლება კიდევ სხვაგანაც იყიდება, მე მხოლოდ ამ წერტილებში ვნახე. ფასი: 100გრ. 5 ლარი. მოკლედ, ვიყიდე 200 გრამი და სახლში ბედნიერი დავბრუნდი იმიტომ, რომ შეფუთვა მომეწონა. არ ვიცი რატომ მაქვს გართულება, მაგრამ მგონია შეფუთვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა ყავას ეხება. ვერ წარმოიდგენ რა სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ამ ქაღალდის პაკეტს სახლისკენ რომ მომქონდა…  (more…)