20 საუკუნე

7 მარტის ქრონიკა!

„ – გაცნობებთ, რომ ბრალი გედებათ სხვისი ყურადღების უკანონოდ მიპყრობაში, გაითვალისწინეთ, ყველა თქვენს მიერ დაწერილი პოსტი და სიტყვა შესაძლოა გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება!“

ეს სიტყვები სხაპასხუპით წარმოთქვა და დაკავების ოქმის ასლი ჩამიკუჭა ხელში (თუმცა სულაც არ უთქვამს, რომ ეს ნაგავი დაკავების ოქმის ასლია, ალბათ იმიტომ რომ იცის, ჩემი იურიდიული განათლების შესახებ)

თვალებში მიორდება და ვცდილობ ფოკუსი ოქმზე გავასწორო, ყურებში ისევ ზარივით მესმის მისი სიტყვები  და ვერაფრით ვერ ვაკავშირებ დანაშაულს „პოსტთან“ ნუთუ ბლოგის გამო მიჭერენ?

ძალიან მცირე დროში, ნახევრად ღია უფანჯრო ოთახში ვარ, რკინის სქელი ბოძები და მხოლოდ გაჯით შელესილი კედლებია. ხო, კიდევ ჭუჭყიანი ნიჟარა(ე.წ „რაკოვინა“) კარების უკან. მე რა მაქვს? მაქვს რამდენიმე ღერი სიგარეტი, ჩემი ტელეფონი, ჩემი ჯინსის შარვალი მიჭირავს ხელში (მეორე მაცვია), ტატუ და სიცარიელე. უჰაერობაა, მცხელა!!

(more…)