90-ანები

თბილისი…?!

კატმანდუში მზე წითელია. ფრანკფურტში? ფრანკფურტში – პუნქტუალური. სამაგიეროდ, თბილისი მზის და ვარდების მხარეა, უფრო სწორად, რაც ვარდები გადავაგდეთ, მხოლოდ მზის.

გუშინ პირველად მივხვდითქო, რომ თბილისი მიყვარს… თუ იმ გრძნობას არ ჩავთვლით, ყოველ რამდენიმე დღიან თბილისთან დაშორებაზე, ქალაქში დიღმის მხრიდან შემოსვლას რომ ახლავს ხოლმე თან…
არაფერი განსაკუთრებული, არც ფირუზისფერი ცა და არც ზურმუხტისფერი ხმელეთი… უფრო თეთრი წინდებით ტალახში მუხლებამდე ჩაფლული, უფეხსაცმელებოდ ბოდიალი, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი, ზემოდან ერთ დიდ განათებულ ბურთად აციმციმებული თბილისი მიყვარს. თბილისი, რომლის უბნებშიც ჩემი მეგობრები დააბიჯებენ, აი იმ ქუჩის ბოლოს, ერთერთ ბინაში ჩემი მეგობარი რომ ცხოვრობს.

hh
თბილისი, ჩემი მეხსიერებიდან? (more…)

ნუ გეშინია, არ იკბინება “სუხიშვილების ჯუთა”

გუშინ სახლისკენ მომავალი 90-ანების საქართველოს ვიხსენებდი. იმ დროს, როცა საღამოს თუ შუქი დაგხვდებოდა, შეგეძლო კმაყოფილი სახით დამჯდარიყავი ტელევიზორის წინ და საუკეთესო შემთხვევაში ფილმი “როკი”-ს მეოთხე ან მეხუთე ნაწილი გენახა (ჰო, ჰო იმ “როკი”-ს, სტალონე რომ მოკრივეა)

მოკლედ, სახლში დაბრუნებულმა ლეპტოპი ერთი დღით უგულებელვყავი, საწოლზე მივწექი და power ღილაკით დიდი ხნის მივიწყებული “ცისფერი ეკრანი” ჩავრთე.

საერთოდ, ტელევიზორს რომ არ ვწყალობ ხომ კარგი, მაგრამ ვუყურებდი გადაცემას სახელად “100 გრადუსი ცელსიუსი” და გადაცემის ბოლომდე ვერ დავადგინე წამყვანის არსებობის მიზანი, მისი კითხვების არსი და ა.შ… საერთოდ ვერ გავიგე რას აკეთებს აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.

(more…)