Nutella

ნაგავი ლეპტოპის მიმდებარე ტერიტორიაზე

უკვე რამდენიმე დღეა ვაპირებ ჩემი ოთახის და ხო, ჩემი ლეპტოპის მაგიდის დალაგებას.

ზოგადად ლეპტოპთან ზომბივით ვზივარ და ამავე მდგომარეობაში ვნთქავ ჩემს შორიახლოს “შემთხვევით” აღმოჩენილ ყველანაირ საკვებს, ვეწევი სიგარეტს და მერე ეს ყველაფერი – დაწყებული ქაღალდებით, დამთავრებული ცარიელი კოლოფებითა და ბოთლებით მაგიდაზე გროვდება (თანაც ისე სწრაფად, რომ ვფიქრობ ხოლმე, როდის მოასწრო ამდენმა ნაგავმა დაგროვებათქო)

და აი, დღესაც, მეგობრისგან რომ მოვედი მაგიდას შევხედე და რადგან ლეპტოპი გათიშული იყო, მის გარშემო დაგროვებული ნაგვის დანახვაც შევძელი : )

გადავწყვიტე, სანამ ჩავრთავდი და ფეისბუქს მივაშტერდებოდი, ჯერ დამელაგებინა.

ასეც მოვიქეცი და დალაგების შედეგად ამოვიღე!:

სნიკერსის ქაღალდი, რომელშიც ოდესღაც შოკოლადი იდო და ჩემს ცუდ ხასიათზე ყოფნას შეეწირა სავარაუდოდ

Bruschette Maretti-ს შეფუთვა (შიგნით ნამცეცებით) სოკოსი.

 Nutella-ს ცარიელი ქილა :@ (კაცმა რომ მკითხოს ტკბილეული არ მიყვარს)

(more…)

Advertisements