BDSM მოლოდინიდან კონკიას Love Story-მდე, გრეის 50 ელფერი

“შენმა ქმარმა იცის ამ კინოზე რომ ხარ?” – “ეხუმრება” ჩემ გვერდით მჯდომი გოგო მეგობარს ფილმის დაწყებამდე და საოცარი შეფასებების სეზონიც გაიხსნა, ფილმის ყურების პარალელურად, სინქრონში ვისმენდი “ქმრისგან გამოშვებული” გოგოს კომენტარებს ჯემი დორნანის ტრაკზე, დაკოტა ჯონსონის ქცევებზე და უეცრად მოსულ წვიმაზეც კი.

Fifty Shades of Grey

shades1

➜ ფილმმა 12.326 მომხმარებლის შეფასებით 10-დან 3.2 ბალიანი რეიტინგი დაიმსახურა, რაც საკმაოდ ცუდი შეფასებაა, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ ვერანაირი რეიტინგი ვერ გაუქრობს ადამიანებს გარყვნილებისკენ ლტოლვას.  მაგალითად, წიგნი Fifty Shades of Grey მხოლოდ 20 მილიონ მკითხველს მოეწონა, სამაგიეროდ ჯამში 100 მილიონზე მეტმა შეიძინა.

“სტუდენტი ანასტასიას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება მას შემდეგ, რაც ხვდება სიმპათიურ ბილიონერს, კრისტიან გრეის” – ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ კონკიას ისტორიაში, წამოწეულია თემა, რომელზეც ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ –

There is but one rule: hunt or be hunted

D/s – ანუ Dominance and submission ეს არის სექსუალურ ქცევათა ერთობლიობა, სადაც ადამიანები თავისი ნატურალური სექსუალური ხასიათის შესაბამისად ღებულობენ იმას, რაც მოსწონთ. დომინანტი დომინირებით, საბი კი მორჩილებით,  ნასიამოვნები რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური ცხოვრების გარეთ, ანუ ყოველდღიურობაში ეს ხასიათი, შესაძლოა საერთოდ არ იყოს ობიექტის პიროვნულ თვისებებთან ახლოს.

BDSM – როგორც სექსუალური ქცევა, ეროტიკული აქტივობა თავისი წესებით, რომელთა გადაჭარბებითაც  ურთიერთობა როლური თამაშიდან ძალადობაში გადადის. ზღვარი BDSM-ით მიღებულ სიამოვნებასა და შეურაცხმყოფელ ძალადობას შორის საკმაოდ ბუნდოვანია, იმდენადაც კი, რომ ზოგჯერ სექსუალურ ქცევაში მონაწილე მხარეს აბნევს. ის ვერ ხვდება, უნდა მიიღოს სიამოვნება, თუ უნდა იგრძნოს თავი ძალადობის მსხვერპლად, ან მოძალადედ.

Tumbr–ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა  დაწერა: “ჩემს მეგობარ გოგოსთან BDSM  ძალიან მომწონს, მაგრამ ზოგჯერ მიჭირს იმის გააზრება, თუ რამდენად ჯანსაღია ჩემი ქცევა, რადგან როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდები, ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს იმაზე ფიქრი, როგორ დავიცლები ნეგატივისგან მისი გამათრახებისას”

 ფილმის ძირითადი მოტივი – ძალადობა თუ სიამოვნება?

50 shades of grey

ახალგაზრდა, სიმპათიური, მდიდარი. ერთი შეხედვით სრულყოფილი გრეი ძალიან ფრთხილად ირჩევს გარემოცვას. მას მოსწონს ადამიანების აღმოჩენა, შერჩევა და დამორჩილება.  გრეის კარგად ესმის, რომ საზოგადოება არ არის მზად ბინძური თეთრეულის ჩვეულებრივობად აღქმისთვის, შესაბამისად, შერჩეულ ობიექტებს მკაცრად გაწერილ, კონფიდენციალურ წესებს სთავაზობს.

ამ ტიპის ურთიერთობაში ადრენალინის დიდ დოზას ღებულობ, რომლის ნაწილიც სასიამოვნოა, ნაწილი გაშინებს, შეურაცხგყოფს და გიჩენს ანომალიურობის განცდას. საბოლოოდ ცდილობ გაარკვიო, გიღირს თუ არა ეს ყველაფერი სიამოვნებად? იქნებ ჯობდეს ჩვეულებრივი ადამიანივით იცხოვრო?

“We took a flight at midnight and now my mind can’t help but wander How come?”

თითქოს, ადამიანები არ აძლევენ საკუთარ თავს სიამოვნების მიღების, მოდუნების ნებას, ცდილობენ მოექცნენ ჩარჩოებში, რადგან ეშინიათ რეალობის ჩარჩოებს იქით, პარალელურად ეს გარე ტერიტორიაც რაღაც კვადრატშია, რომლის იქითაც ჰორიზონტი უფრო მეტად მუქდება.

ფილმისგან ველოდი უფრო მეტ სიმძაფრეს, მეტ აგრესიას და მეტ ეროტიკას.  გამიკვირდა, რომ რეჟისორმა ამაზე აქცენტი ნაკლებად გააკეთა და დიდწილად ბანალურ ლავსთორის დაამსგავსა სიუჟეტი. მეორე მხრივ, ამ ბანალურობით, რომანტიკული აქცენტებით, გამოიკვეთა ის, რომ BDSM არც ისეთი საშიშია, როგორც გუგლში დასერჩვით მიღებულ რეზულტატებზე ჩანს. 

ძალიან მომინდა ფიქრების კითხვა შემძლებოდა, რადგან დარწმუნებული ვარ, დარბაზში ძალიან ბევრი ნატურალური საბი მოინდომებდა გულის სიღრმეში ასეთ დომინანტს და გულწრფელად დამაინტერესა მათმა იმ წუთში აღძრულმა ფანტაზიებმა.

ფილმი დამთავრდა, უცნაური რეაქცია მქონდა, თითქოს მშიერზე უმი და ცოტა საჭმელი მაჭამეს: “- სულ ეს იყო?” 

მეტის მოლოდინით იმედგაცრუებულმა დავტოვე დარბაზი და დღეს პოსტის წერისას გამეღიმა, როცა გავაანალიზე, რომ ზუსტად იგივე რეაქცია ექნება ნებისმიერ ადამიანს, ვინც აღმოაჩენს BDSM-ს, დაძებნის ინფორმაციას ინტერნეტში, ადრენალინის ტალღას გადაიტარებს, დაკავდება მსგავსი ქცევებით და აღმოაჩენს, რომ სულ ეს იყო.

“I look and stare so deep in your eyes, I touch on you more and more every time 

So… you got me looking so crazy right now”

4 comments

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply