ზემფირა

Пьяный мачо… ანუ მე და ზემფირა ტრიუმფში

ყველაფერი დაიწყო დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული ბილეთით:

 გაგრძელდა 31 მარტს ჯერ რამდენიმე ჭიქა კონიაკით, მერე ტრიუმფის წინ გრძელი რიგით და კლუბის დაცვის არაკორექტული ქცევებით.

როგორც იქნა შევდივართ და დაახლოებით ნახევარი საათი ველოდებით ზემფირას სცენაზე გამოჩენას. ამასობაში დალევასაც ვასწრებთ (არაყი+კოლა)

სიგარეტის კვამლი, უჰაერობა, ჭყლეტვა და ზემფირას ხმა… მთვრალი მაჩო ერევანიდან ბართან ჯეკ დენიელსის ბოთლით ხელში  “ლონდონს” მღერის (თუმცა ეს სიმღერა ზემფირას საერთოდ არ შეუსრულებია ტრიუმფში, ალბათ ამან სხვები არ იცოდა)

ბევრი ნაცნობი და კიდევ უფრო მეტი უცნობი დარბაზის ტერიტორიაზე. მე უკვე ვგრძნობ ალკოჰოლის არსებობას ჩემს ორგანიზმში. ვხედავ? ზემფირას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ბევრი ხალხია. სამაგიეროდ ვიცი, რომ ძველი, ძალიან ძველი ნაცნობი უნდა ვნახო, რომელიც წლებია მენატრება…  (more…)

Live ეიფორია

ამ დროს მე ნახევრად ვწევარ და ვცდილობ მზის სხივებს ლეპტოპს მიღმა დავემალო… მერე მაინც ვიყურები ფანჯრისკენ, სინათლე აივნისკენ მექაჩება, კარს ვაღებ და ვტკბები სუფთა ჰაერით, თბილი სხივებით, მსუბუქი ქარით და თვალები მეხუჭება… მგონი მეძინება, გუშინ გავათენე…

არ ვიცი კარგია ეს ხმაური ჩემს გარშემო თუ ცუდი, არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ მეძინება და ვიცი, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ჩემზე ცუდადაა და ვინც ჩემზე კარგადაა… თითქოს მამშვიდებს ეს აზრი და ნებას მაძლევს რბილ ბალიშში ჩავიძირო ჩემს უაზრო სიზმრებთან ერთად.

7 მარტის ქრონიკა!

„ – გაცნობებთ, რომ ბრალი გედებათ სხვისი ყურადღების უკანონოდ მიპყრობაში, გაითვალისწინეთ, ყველა თქვენს მიერ დაწერილი პოსტი და სიტყვა შესაძლოა გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება!“

ეს სიტყვები სხაპასხუპით წარმოთქვა და დაკავების ოქმის ასლი ჩამიკუჭა ხელში (თუმცა სულაც არ უთქვამს, რომ ეს ნაგავი დაკავების ოქმის ასლია, ალბათ იმიტომ რომ იცის, ჩემი იურიდიული განათლების შესახებ)

თვალებში მიორდება და ვცდილობ ფოკუსი ოქმზე გავასწორო, ყურებში ისევ ზარივით მესმის მისი სიტყვები  და ვერაფრით ვერ ვაკავშირებ დანაშაულს „პოსტთან“ ნუთუ ბლოგის გამო მიჭერენ?

ძალიან მცირე დროში, ნახევრად ღია უფანჯრო ოთახში ვარ, რკინის სქელი ბოძები და მხოლოდ გაჯით შელესილი კედლებია. ხო, კიდევ ჭუჭყიანი ნიჟარა(ე.წ „რაკოვინა“) კარების უკან. მე რა მაქვს? მაქვს რამდენიმე ღერი სიგარეტი, ჩემი ტელეფონი, ჩემი ჯინსის შარვალი მიჭირავს ხელში (მეორე მაცვია), ტატუ და სიცარიელე. უჰაერობაა, მცხელა!!

(more…)