მე

Diary Under My Bed

-ლამაზი ხარ ახალგაღვიძებული, მომწონს შენი აჩეჩილი თმა და დასიებული სახე, ზარმაცი ემოციები და ზანტი მოძრაობა…

-ჰმ..

– როგორი ბანალური ვარ არა? ან იქნებ ზედმეტად სნობი, ამ აზრებს რომ ბანალურს ვეძახი, არადა მართლა მომწონს!

ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა  და აჩეჩილი თმა სარკეში ხელის სავარცხელისებური მოძრაობით შეისწორა. გაზის ქურას მიადგა ძალიან, ძალიან ახლოს და წამის მეასედში გავიგონე ცხელი წყლის ფინჯანის ძირთან შეჯახების ხმა.

დიდი ჭიქა აქვს, შავი, ცისფერი წარწერებით, ან შეიძლება სულაც არაა დიდი, ამ ჭიქის დანახვაზე სულ ყავა ახსენდება.

(more…)

რა ხდება ჩემს თავს?!

როგორც იქნა ჩაიარა ახალი წლის ეიფორიამ და ნელნელა ყველა ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით. მე იმდენად გავზარმაცდი, რომ ბლოგზე წერა კიარა ხანდახან შემოხედვაც კი მეზარება. მაგრამ გპირდებით გამოვსწორდები და დავწერ ხოლმე. ისე, რა უცნაურია არა?! როცა დრო არ მქონდა 5-10 წუთს გამოვნახავდი თუარა აქ შემოვრბოდი. ეხლა დრო საკმაოდ ბევრი მაქვს, მაგრამ სანამ აქ შემოვალ იმდენი რამე მაჩერებს და მაბრუებს აქამდე მოღწევას ვერც ვასწრებ.

→  მგონი აქამდე არ მითქვამს, რომ სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ქალების ონლაინ ჟურნალ Pink.ge-ზე სტატიების წერა (დააწკაპუნეთ ლინკზე თუ გსურთ ჩემი სტატიების ნახვა).  ყოველთვიურად  გასული თვის ავტორებს სვითი (ჟურნალის მთავარი რედაქტორი) ჩაიზე ეპატიჟება და სასიამოვნო გოგოშკური საღამო გამოდის. აქამდე ვერ ვახერხებდი მისვლას, თუმცა დეკემბრის ავტორებთან ერთად იანვარში მოვახერხე. მშვენიერი, სასიამოვნო სიტუაცია იყო, განვიხილეთ რიგი თემები და ჟურნალის თემებსაც გავცდით. ავტორობა ყველას შეგიძლიათ, ვისაც რა თქმა უნდა წერის სურვილი გაქვთ.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოდან აღარ ვმუშაობ. თუმცა ჩემი უმუშევრობა დროებითია, რადგან ამ ეტაპზე სამი სხვადასხვა ვარიანტი მაქვს სამსახურის. არჩევანის გაკეთება ცოტათი მიჭირს. პირველი ვარიანტი მაღალშემოსავლიანია, თუმცა ჩემთვის არასაინტერესო. მეორე ვარიანტი – საინტერესოა, თუმცა შემოსავალი ძალიან დაბალია. მესამეს რაც შეეხება, ჩემთვის საინტერესო და მაღალშემოსავლიანია, მაგრამ 1. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება კარიერული წინსვლა 2. 100%-იანი არაა. იმედია საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ.

 ემოციურად ძალიან გადავიღალე. გადამღალა ბევრმა უარყოფითმა გარემოებამ. თუმცა ჩემში რაც მიყვარს, ეს იმედია, რომელიც არასოდეს მტოვებს, ალბათ ძალიან პატარა ვარ უიმედობისთვის და ყოველთვის ვიცი, სადღაც გვირაბის ბოლოს სინათლეა.  როგორც კი ზედმეტი ფული მექნება, მინდა წავიდე სადმე თბილისიდან შორს, რომ ცოტა განვიტვირთო. ალბათ მიშკასთან ერთად წავალ. (more…)

GEORGIAN FASHION WEEK SPRING / SUMMER 2012

Art is Fashion, Fashion is Art

სწორედ ამ სლოგანით ჩატარდა ქართული მოდის კვირეული გაზაფხული/ზაფხული 2012.   განრიგი ასე გამოიყურებოდა:

ესეიგი, პირველ დღეს, 2 საათზე იყო გოდფრი დენის workshop, საღამოს რვა საათიდან კი ეროვნულ მუზეუმში ოფიციალურად გაიხსნა Fashion Week.

სამწუხაროდ S/S 2012-ზე მხოლოდ ამ დღეს მოვახერხე მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა ავთანდილის, ქეთი ჩხიკვაძის და აკა ნანიტაშვილის ჩვენებები.  (more…)