Mixer

March’s Blog 2014

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2014 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

The concert hall at the Sydney Opera House holds 2,700 people. This blog was viewed about 10,000 times in 2014. If it were a concert at Sydney Opera House, it would take about 4 sold-out performances for that many people to see it.

Click here to see the complete report.

მაისის კაბა გაზაფხულის სურნელით

მოკლედ და უბრალოდ,

ჩემი ემოციისა და რეალობის შესაბამისი კაბა გაზაფხულის სურნელით.

classically romantic with a vintage twist & Rachel Comey lasercut dot oxfords

5c0b4701aac8667208cec21adebf3c812c9060e045a39dbe24492cda7a4f0a3b

გაზაფხულის მიწურულს,

ზაფხულის მოლოდინით,

MrsMarch ♥

ჰომოფობია თუ კანონდარღვევა?

მაშ ასე, დაახლოებით 10 წუთი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პოსტი, მაგრამ საბოლოოდ დადებითი გადაწყვეტილება მივიღე და როგორც ხედავ პოსტიც დავწერე. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ძნელია კარგი გამგების პოვნა და ათას იარლიყს აწებებენ უბრალო ამბებს. ბუზს სპილოდ აქცევენ, სპილოს მთვარეზე ექსპედიციად. მაგრამ, ამაზე მოგვიანებით, ეხლა უბრალოდ რა ხდებოდა დღეს…

ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება და არასდროს არც ერთ ადამიანთა ჯგუფს არ მივუდგები ჩემი სუბიექტური მოსაზრებებით. დასკვნებს მხოლოდ დაფიქრებისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე გამოვიტან ხოლმე.

მივყვეთ დეტალურად. ყველაფერი დაიწყო ასე:

არცთუ დიდი ხნის წინ, (2012 წლის 27 მარტს) საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს და  კანონის თანახმად:

 თუმცა მსვლელობის ჩასატარებლად კანონი და ფეისბუქზე მოწოდება საკმარისი არ იქნებოდა, შესაბამისად, ორგანიზაცია იდენტობამ მერიისგან მიიღო ნებართვა, რომლის თანახმადაც, 17 მაისს უფლება ჰქონდათ ჩაეტარებინათ მშვიდობიანი მსვლელობა. ამ ტიპის ნებართვის დროს, პოლიცია ვალდებულია ხელი შეუწყოს აქციის მშვიდობიანად დასრულებას.

რა მოხდა სინამდვილეში? (more…)

წერილი ადრესატს ეძებს…

გამარჯობა,

როგორ ხარ?

თბილისში ბოლო რამდენიმე დღე წვიმდა. საერთოდ წვიმა მიყვარს, მაგრამ არა მაშინ, როცა სიმყუდროვის ნაკლებობაა. იცი, ასეთ დროს წვიმიანი ჰორიზონტი კიდევ უფრო მინაცრისფრებს ხოლმე, ამ ისედაც ნათელს მოკლებულ, შავ-თეთრ რეალობას.

დიდი ხანია ფურცელზე არაფერი დამიწერია. ვორდში აკრეფილ ტექსტს კი სინამდვილე აკლია. Ctrl x, Ctrl v… ჩასწორებულ-ჩანაცვლებული აბზაცები, წაშლაც უფრო მარტივია. ცხოვრებაში კი, ფურცელზე კალმით ნაწერის არ იყოს, არც ctrl x, არც ctrl s და მით უმეტეს delete არ არსებობს. მხოლოდ იმავე კალმის მელნით თუ გადაჩხაპნი უხეშად.

ასევე დიდი ხანია არ მომხდარა რამე კარგი. წყევლის რომ მჯეროდეს, ვიტყოდი დაწყევლილი ვართქო, ბოლო კვირაში ხშირად მახსენდება ბრიტანული იუმორის შედევრი “ლონდონში რომ არ ვცხოვრობდე, ვიფიქრებდი ლონდონში ხომ არ ვცხოვრობთქო” და ამ წინადადების პერეფრაზი იყო წყევლაზეც. ერთიც და მეორეც წვიმების ბრალია ალბათ.

დღეს ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი (more…)

If you’re a naughty, naughty bad girl like me…

მაშინ აუცილებლად, სიამოვნებით დალევდი ამას:

 არაფერი განსაკუთრებული, თუმცა სრულყოფილი, ცივი ყავა ყინულებით. მისი მომზადების წესი შეგიძლია ნახო აქ >>  Perfect Iced Coffee

ჰო, შეიძლებოდა მეთარგმნა და მთელი თავისი ფოტოებით და ნავაროტკებით პოსტად მექცია, მაგრამ თავის შეწუხება მეზარება, ამიტომ ინგლისურადვე წაიკითხე ლინკზე. ჰო, თუ ინგლისური არ იცი, მაშინ ის დროა ისწავლო : )

Coffee Break, Tbilisi, Georgia.

რა ჯობია მყუდროდ მოკალათებას, ყავით და სიგარეტით, ლაპარაკს ნებისმიერ თემაზე რაც თავში მოგივა და დასვენებას? შენ არ ვიცი როგორ ზიხარ პოსტის კითხვისას, მე ყავას ვსვამ, სიგარეტს ამ წამს მოვუკიდე და ჩემს ერთობ მივიწყებულ ბლოგზე პოსტის წერა დავიწყე.

მაისის ზომიერად თბილსა და სასიამოვნო გაზაფხულზე, რომ გითხრა რამე განსაკუთრებული ხდებათქო, მოგატყუებ. თუ იმას არ ჩავთვლი, რომ რამდენიმე სასიამოვნო დღე მქონდა (მაგალითად Friday Night At Unique) და ჰო, ახალი სამსახური (ამაზე ოდნავ მოგვიანებით)

→ Starbucks

გახსოვს ალბათ, ერთერთ პოსტში (და არამარტო პოსტში), ვწუწუნებდი, რატომ არ არის საქართველოში Starbucks-თქო. და აი ისიც, გამოჩნდა…  ყავის სახლის რა გითხრა, მაგრამ თვითონ ყავის შეძენა უკვე შესაძლებელია სუპერმარკეტ ბიგბენში – ჭავჭავაძის გამზ. 52 | სუპერმარკეტში – ნაფარეულის ქუჩა 9

“შემოთავაზებულია მხოლოდ 3 სახის დაფქული ყავა პრესისა და მანქანისთვის, რომლებიც ჩვენს კედელზე შეგიძლიათ იხილოთ.მომავალში იგეგმება სტარბაქსის სხვა ყავების შემოტანაც.” (c) Starbucks In Georgia

! ფასი არ მომეწონა, 35 ლარი 340 გრამი დაფქვილი ყავისთვის (თუნდაც სთარბაქსისთვის) ძალიან ძვირია.

→ Coffee Sisauri

რა თქმა უნდა, სთარბაქსის ბრენდთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ, გავიგე, რომ შესაძლებელია ხსნადი ყავის წონით ყიდვა. დგას პატარა ჯიხურები, სადაც შესაძლებელია იყიდო სხვადასხვა სახეობის ყავა, ჭიქები და ა.შ ყიდვა შესაძლებელია კოლმეურნეობის მოედანზე, სუპერმარკეტ “პოპულში”, ასევე “თბილისი ცენტრალში”. შეიძლება კიდევ სხვაგანაც იყიდება, მე მხოლოდ ამ წერტილებში ვნახე. ფასი: 100გრ. 5 ლარი. მოკლედ, ვიყიდე 200 გრამი და სახლში ბედნიერი დავბრუნდი იმიტომ, რომ შეფუთვა მომეწონა. არ ვიცი რატომ მაქვს გართულება, მაგრამ მგონია შეფუთვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა ყავას ეხება. ვერ წარმოიდგენ რა სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ამ ქაღალდის პაკეტს სახლისკენ რომ მომქონდა…  (more…)

სექსუალური თეთრეული vol.2 და ტელეფონი კარგი ვიბროზარით

დღეს ვალენტინობა არ არის, თუმცა სანამ დანარჩენზე გადავიდოდე, აუცილებლად უყურე ვიდეო რგოლს:

ალბათ შენც, ისევე როგორც მე, ვერ შეამჩნიე რომელი ბრენდის მობილურ ტელეფონს უპასუხა ამ მშვენიერმა არსებამ… (მმმ… ერთი წუთით?!)

დიახ, მართალია! ეს არ არის პოსტებში უკვე მრავალჯერ მოხსენიებული  Samsung Galaxy Note… ეს ტელეფონი არც ეფლის iPhone 4 არაა…

(more…)

ინტერნეტი ჯიბეში (“მობილური” თაობა)

მე არ ვარ მობილური ტელეფონების სპეციალისტი. არც სუპერ მოდურ ტელეფონზე მეოცნებე ადამიანი ვარ, რომელსაც ოღონდ კარგი ტელეფონი ჰქონდეს და დაგლეჯილი ფეხსაცმელი არ შეაწუხებს.

რა თქმა უნდა, კარგია როცა კარგი ტელეფონი და სხვა (თუნდაც ფეხსაცმელი) ასევე კარგი გაქვს, მაგრამ თბილისის ქუჩებში, ძირითადად თვალში მხვდება ხოლმე ცუდად ჩაცმული და ტექნიკის ხამი საზოგადოება.

იმის გამო, რომ ტელეფონი ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ბოლო წლების მანძილზე სულ უბრალო და უაზრო ტელეფონებით დავდივარ.

ჩემი წინა ტელეფონი მოტოროლა L6 (ვარდისფერი), ისევე უბრალო იყო, როგორც ახლანდელი ნოკია 2600.


        

როგორ გახდა მობილური ტელეფონი მასთჰევი? (more…)

კაბა გაზაფხულის სურნელით Vol.3

ნამდვილი გაზაფხულიც მოვიდა, ზაფხულის კაბა vol. რომელიღაცა ისევ შემოიჭრა ჩემს თავში და შესაბამისად ჩემს ბლოგზე.

როგორც გითხარი (და უჩემოდაც მოგეხსენება), მოდის სახლები ერთხმად აღაღადდნენ პასტელის ფერებზე. მხოლოდ მოდის სახლები კი არა, ყველა, ვისაც მოდურ ჩაცმულობაზე პრეტენზია აქვს…

მაგალითად, ერთერთი საკმაოდ პოპულარული ფეისბუქის ფეიჯი:

Fashion is my drug

– Bitch Please

მართალია, არის ხოლმე ამ ფეიჯზე ტანსაცმელი, რომელიც მომწონს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ “მოდური ტრენდია” ვერასოდეს ჩავიცვამ მაგალითად ამათ:

  (more…)

არ წახვიდე ტოკიოში!…

იქ, ჰონსიუს კანტოს რეგიონში, სულ მარტო აღმოჩნდები .  ტოკიოში სული შეგეხუთება…

როცა შეფარდება 1/12M გამოდის, გყლაპავს  რეგიონი და ხალხის ნაკადში ისე იზილები, როგორც  იაპონურ ბრინჯის სალათში სიმინდის ფქვილი.

ტოკიოს ტელეანძა, ეიფელის კოშკზე 9 მეტრით უფრო მაღალია. მაგრამ მხოლოდ ჰგავს მას – ეიფელი, ეიფელია (მერე რა, რომ მე სულაც არ მიზიდავს პარიზი თავისი ეიფელით).

როგორც ჭეშმარიტი შოპაჰოლიკი, შენც მოივლი გინძას და თავისუფლებას შეისუნთქავ, მაგრამ მარტო იქნები… მარტო ხალხის ძალიან დიდ მასაში.

მოდო გაკუენ კოკუნ ტაუას წინ უსუსურობის გრძნობა შეგიპყრობს, თუმცა ეს საუკეთესო ადგილია იმის აღსაქმელად თუ რა დიდია ეს პატარა სამყარო.

მეტროსისტემების ქსელში დაიხლართები, მაგრამ ფერების მიხედვით დაიმახსოვრებ მათ – თუ საერთოდ ჩახვალ იქ, ქვემოთ… (და ალბათ ჩახვალ)

ეროვნულ მუზეუმში შეხვალ და ალბათ ბევრი რამ მოგეწონება, მაგრამ არაფერი იქნება შენი.

ტოკიოს უნივერსიტეტსაც ჩაუვლი და გაგაღიზიანებენ   სექსუალური იაპონელი სტუდენტები (Girls y u so good) (more…)