მოდა

მაისის კაბა გაზაფხულის სურნელით

მოკლედ და უბრალოდ,

ჩემი ემოციისა და რეალობის შესაბამისი კაბა გაზაფხულის სურნელით.

classically romantic with a vintage twist & Rachel Comey lasercut dot oxfords

5c0b4701aac8667208cec21adebf3c812c9060e045a39dbe24492cda7a4f0a3b

გაზაფხულის მიწურულს,

ზაფხულის მოლოდინით,

MrsMarch ♥

Elle Cover Make Up ❤

დიდი ხანია სილამაზესა და ჯანმრთელობაზე პოსტი არ დამიწერია. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო დროს სხვა რამეებზე მეტად ვფიქრობ. გუშინ ჟურნალ ELLE-ს სტატიას ვკითხულობდი და იქ აღმოვაჩინე, ამავე ჟურნალის მიერ დასახელებული თვის “ჟურნალის ყდის მაკიაჟი”.

ალბათ იცი, რომ ჩემი სუნამოსა და ტანის ლოსიონის გამო, Clinique-ს დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჟურნალის ყდისთვის გამოყენებული თითოეული პროდუქცია კი, სწორედ ამ ბრენდს ეკუთვნის.

ივნისში ყველაზე საჭირო მაკიაჟი, ჟურნალს თუ დავუჯერებთ: (more…)

კაბა გაზაფხულის სურნელით Vol.3

ნამდვილი გაზაფხულიც მოვიდა, ზაფხულის კაბა vol. რომელიღაცა ისევ შემოიჭრა ჩემს თავში და შესაბამისად ჩემს ბლოგზე.

როგორც გითხარი (და უჩემოდაც მოგეხსენება), მოდის სახლები ერთხმად აღაღადდნენ პასტელის ფერებზე. მხოლოდ მოდის სახლები კი არა, ყველა, ვისაც მოდურ ჩაცმულობაზე პრეტენზია აქვს…

მაგალითად, ერთერთი საკმაოდ პოპულარული ფეისბუქის ფეიჯი:

Fashion is my drug

– Bitch Please

მართალია, არის ხოლმე ამ ფეიჯზე ტანსაცმელი, რომელიც მომწონს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ “მოდური ტრენდია” ვერასოდეს ჩავიცვამ მაგალითად ამათ:

  (more…)

სექსუალური თეთრეული…

ზომა, ფორმა, სტილი, ფერი, ფაქტურა… ტიპი რომელიც შენთვის ყველაზე მოხერხებულია…

სექსუალური თეთრეულის დანახვასა და შეხებაზე გული მიჩქარდება…

თუმცა იმდენი დეტალია,  ვისთვის სექსუალური – ვისთვის ვულგარული. ან პირიქით, ვისთვის ბავშვური – ვისთვის მიმზიდველი.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გემოვნების სიჭრელისა და დავისა იმაზე, უნდა ვიდაოთ თუ არა გემოვნებაზე, არის რაღაცეები, რაც ცალსახად სექსუალური და მიმზიდველია (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ)


სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ყველას არ აქვს საკმარისი ფული თეთრეულის გარდერობის განახლებისა და გამდიდრებისთვის… თითქოს ეს საკითხი მეორეხარისხოვანიაო, მხოლოდ გარეტანსაცმელზე ზრუნვასა და პალტო/ჩექმაზე იხარჯებიან… დაახლოებით ის სიტუაციაა, ბროწეული რომ ხასხასა წითელია და შიგნით ლპება.

რატომ არ აცვია ქალს ლამაზი თეთრეული? (more…)

კაბა გაზაფხულის სურნელით Vol.2

მთელი ბავშვობა ხან კონკიას როლი მქონდა, ხან გოგონასი(სამი დათვიდან).  ეს იმიტომ, რომ პატარა, ქერა და ცისფერთვალება, თეთრზე თეთრ კანიანი ბავშვი ვიყავი. ყველა ლოგიკით და გარეგნული ნიშანთვისებებით, სხვებისაგან ჩემი აღქმის მიხედვით მე უნდა ვყოფილიყავი “Pink Blonde”, ანუ ისეთი გოგონა, რომელსაც უნდა სჯეროდეს მარადიული სიყვარულის, ხშირად უყურებდეს მელოდრამებს და ზოგჯერ ფინალზე ტიროდეს კიდეც, თუმცა პოსტი ამაზე არ არის, შესაბამისად ბევრს აღარ ვილაპარაკებ და გეტყვით, რომ რელაურად ჩემი გემოვნება ვარდისფერი “ფუშფუშა” კაბებისგან ან რბილი სათამაშოებისგან ძალიან შორს არის. ყოველთვის უხეში, მუქი და პრაქტიკული ტანსაცმელი მიზიდავდა.

წელს დიდი ზამთრის შემდეგ ბევრად უფრო მძაფრია გაზაფხულის მოლოდინი, ვიდრე შარშან, ან შარშანწინ. თითქოს ეს მოდის სახლებმაც იგრძნეს და თავის სასარგებლოდ გამოიყენესო, მსოფლიოს მოდის სახლების გავლენით 2011 წლის გაზაფხული პასტელის ფერებით ააჭრელეს და ამ ნაცრისფერ რეალობაში (ფერად ტელევიზორზე დახამებული შავთეთრი ტელევიზორის ეპოქის ხალხივით) ყველას ერთი სული გვაქვს როდის მოვა მარტი.

პასტელის ფერებიც და წლევანდელი ტრენდებიც ცუდი არ არის, მაგრამ მე მაინც ჩემი საკუთარი ფავორიტები მინდა გაჩვენოთ. არასოდეს ვყოფილვარ მოდას აყოლილი, რადგან ვთვლი, რომ რაღაცის ჩაცმა მხოლოდ იმიტომ, რომ “მოდაშია” ნამდვილი სისულელეა, თუმცა არც იმას უარვყოფ, რომ ხანდახან ზოგიერთ ტანსაცმელს ტენდენციის გამოც ვანიჭებ უპირატესობას, მოკლედ, მთავარია სწორად მოირგო.

ჩემს ლეპტოპში უთვალავი ფოტო და უთვალავი ფოტოფოლდერია, რომელთა შორის ერთერთში, წელს გაზაფხულზე სიამოვნებით რომ ჩავიცვამდი, ის ტანსაცმელია (აი ფოტოები ამ ფოლდერიდან):

→ კაბები

    (more…)

კაბა გაზაფხულის სურნელით

გქონია შემთხვევა, როცა რაიმე ნივთი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ნივთი? ანუ როცა ემოციები და ასოციაციები ამ ნივთზე ცდება მის დანიშნულებას? მე ძალიან ბევრჯერ, აი მაგალითად რამდენიმე წუთის წინ, როცა ინტერნეტში ბოდიალისას უმშვენიერეს კაბას მოვკარი თვალი. თვითონ კაბა – ჩემთვის ძალიან უცხო სხეულია, იმიტომ რომ ძირითადად შარვლებით დავდივარ და ძალიან, ძალიან იშვიათად თუ ვიცვამ კაბას. ეს კაბა კი, რომელიც აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული მასში არაა, გაზაფხულის ასოციაციას მიქმნის, თითქოს რომ ჩაიცვამ და გაზაფხულის პირველი მერცხალი ხარ.

 მართალია სინოპტიკოსების ცნობით ამინდი თბილისში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება და რამდენიმედღიან თოვლსაც გვპირდებიან, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით მინდა გაზაფხული ჩავისუნთქო. ამ წუთას მე და კაბა ისევე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც იანვარი და გაზაფხული.

 მაინც მოვა გაზაფხული და თუ გამიმართლებს ასეთ კაბას ვიპოვი… მერე რა რომ ზამთარია? მერე რა რომ ვუბერავ?