მზე

თბილისი…?!

კატმანდუში მზე წითელია. ფრანკფურტში? ფრანკფურტში – პუნქტუალური. სამაგიეროდ, თბილისი მზის და ვარდების მხარეა, უფრო სწორად, რაც ვარდები გადავაგდეთ, მხოლოდ მზის.

გუშინ პირველად მივხვდითქო, რომ თბილისი მიყვარს… თუ იმ გრძნობას არ ჩავთვლით, ყოველ რამდენიმე დღიან თბილისთან დაშორებაზე, ქალაქში დიღმის მხრიდან შემოსვლას რომ ახლავს ხოლმე თან…
არაფერი განსაკუთრებული, არც ფირუზისფერი ცა და არც ზურმუხტისფერი ხმელეთი… უფრო თეთრი წინდებით ტალახში მუხლებამდე ჩაფლული, უფეხსაცმელებოდ ბოდიალი, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი, ზემოდან ერთ დიდ განათებულ ბურთად აციმციმებული თბილისი მიყვარს. თბილისი, რომლის უბნებშიც ჩემი მეგობრები დააბიჯებენ, აი იმ ქუჩის ბოლოს, ერთერთ ბინაში ჩემი მეგობარი რომ ცხოვრობს.

hh
თბილისი, ჩემი მეხსიერებიდან? (more…)

სიმწვანე ქალაქთან ახლოს…

მგონი ბოლოს და ბოლოს ზამთარი წარსულს ჩავაბარეთ და თბილისის ქუჩებში მზის სხივებმა გამოანათა… ალბათ შენც ჩემსავით ელოდი კარგ ამინდს და სიცივის შეგრძნება შენც გიკარგავდა გარეთ გასვლის სურვილს. ახლა კი, რაც არ უნდა ბევრი სასიარულო მქონდეს,  არ მეზარება გასვლა და მიხარია კიდეც.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ კუს ტბაზე ასვლაზე… მინდა მსგავსი ადგილები რამდენიმე კი არა, ბევრი ჰქონდეს თბილისს. რამდენადაც ვიცი კუს ტბაზე wi-fi არ არის, თორემ აუცილებლად ვიტყოდი ეს ადგილი პატარა სამოთხეათქო. რა შეედრება გაზაფხულის მზიან შაბათს, ზურგჩანთას რომ აიღებ, შვილს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანს ხელს მოკიდებ და კუს ტბაზე წახვალ. იქ სადმე მყუდრო ადგილზე გაშლი პლედს და წამოგორდები… მზის სხივებითა და სუფთა ჰაერით დატკბები, განიტვირთები მტვრიანი ქალაქის ხმაურისგან.

(more…)

Live ეიფორია

ამ დროს მე ნახევრად ვწევარ და ვცდილობ მზის სხივებს ლეპტოპს მიღმა დავემალო… მერე მაინც ვიყურები ფანჯრისკენ, სინათლე აივნისკენ მექაჩება, კარს ვაღებ და ვტკბები სუფთა ჰაერით, თბილი სხივებით, მსუბუქი ქარით და თვალები მეხუჭება… მგონი მეძინება, გუშინ გავათენე…

არ ვიცი კარგია ეს ხმაური ჩემს გარშემო თუ ცუდი, არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ მეძინება და ვიცი, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ჩემზე ცუდადაა და ვინც ჩემზე კარგადაა… თითქოს მამშვიდებს ეს აზრი და ნებას მაძლევს რბილ ბალიშში ჩავიძირო ჩემს უაზრო სიზმრებთან ერთად.