წვიმა

მარტინი უნიქის ტერასაზე

ხუთშაბათს, როგორც წინა პოსტში დავაანონსე, მარტინის ივენთზე ვიყავი მიწვეული, უნიქის ტერასაზე. წინა ივენთზე პირველად მოვინახულე ეს ტერასა და შესაბამისად, პირველ რიგში, ამან გამახარა, რომ წვეულება სწორედ იქ და არა სხვა სართულზე იქნებოდა. დრეს კოდი – საღამოს კაბა (Party Dress). შესაბამისად, შავ კაბასა და შავ დაბალ ფეხსაცმელში გამოვეწყვე და მეგობართან ერთად უნიკისკენ წავედი.

სამწუხაროდ, ამინდმა ზურგი გვაქცია და საშინლად წვიმდა. მიუხედავად ამისა, წვიმას ხელი არ შეუშლია ტერასაზე მარტინის ივენთის გამართვაში. უბრალოდ გადახურეს და როცა შევედი, დამსწრე საზოგადოება მაგიდებთან მარტინის შეექცეოდა სასიამოვნო მუსიკის ფონზე. ასევე, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის მარტინის გოგონები და არანაკლებ სასიამოვნო საზოგადოება.

შევედი თუ არა, ერთი მაგიდა ბლოგერებიც დავინახე, რაც ძალიან მესიამოვნა, ნაცნობი კამპანია ყოველთვის მიქმნის კომფორტს. (more…)

წერილი ადრესატს ეძებს…

გამარჯობა,

როგორ ხარ?

თბილისში ბოლო რამდენიმე დღე წვიმდა. საერთოდ წვიმა მიყვარს, მაგრამ არა მაშინ, როცა სიმყუდროვის ნაკლებობაა. იცი, ასეთ დროს წვიმიანი ჰორიზონტი კიდევ უფრო მინაცრისფრებს ხოლმე, ამ ისედაც ნათელს მოკლებულ, შავ-თეთრ რეალობას.

დიდი ხანია ფურცელზე არაფერი დამიწერია. ვორდში აკრეფილ ტექსტს კი სინამდვილე აკლია. Ctrl x, Ctrl v… ჩასწორებულ-ჩანაცვლებული აბზაცები, წაშლაც უფრო მარტივია. ცხოვრებაში კი, ფურცელზე კალმით ნაწერის არ იყოს, არც ctrl x, არც ctrl s და მით უმეტეს delete არ არსებობს. მხოლოდ იმავე კალმის მელნით თუ გადაჩხაპნი უხეშად.

ასევე დიდი ხანია არ მომხდარა რამე კარგი. წყევლის რომ მჯეროდეს, ვიტყოდი დაწყევლილი ვართქო, ბოლო კვირაში ხშირად მახსენდება ბრიტანული იუმორის შედევრი “ლონდონში რომ არ ვცხოვრობდე, ვიფიქრებდი ლონდონში ხომ არ ვცხოვრობთქო” და ამ წინადადების პერეფრაზი იყო წყევლაზეც. ერთიც და მეორეც წვიმების ბრალია ალბათ.

დღეს ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი (more…)

Simple, Emotional, Beautiful…

არასოდეს მყვარებია შემოდგომა. ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდა ჩემში, ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ეს სეზონი ცვლიდა ზაფხულის ცხელ და უდარდელ დღეებს. გავიდა დრო, სკოლა უნივერსიტეტმა შეცვალა, უნივერსიტეტი – სამსახურმა და თითქოს არდადეგების გაქრობასთან ერთად შემოდგომისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა. თუმცა პოსტი ამაზე სულაც არაა!

(more…)