არაყი ლიმონის არომატით

Tags

, , , , , , ,

არეული ლოგინი, ერთმანეთში აბურდული ტანსაცმელი, გაჩეჩილი თმები, ცარიელი სიგარეტის კოლოფები და სავსე საფერფლეები. 

- rdy
- 15 წუთში მანდ ვარ…

….

- მოვედი
- ჩამოვდივარ

 იმდენად რეალისტი ხარ, რომ იცი, ეგრე არასოდეს იქნება და ოცნებას კაცი არ მოუკლავს

 (Let me dream of you)

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითადრენალინით და ათასი *ლეობით

ქუჩაში შენი სურნელი ტრიალებს  და ვგრძნობ როგორ შემოამტვრიე ჩემი გონების ღობე.

სწრაფად ვცდებით ქალაქის გზას

 მშვიდად ვარ და უაზროდ უაზროდ მიხარია ის, რომ მართლა დიდი ხარ.  შენთან ყოფნისას კარგად გამომდის დავივიწყო ყველაფერი. და ალბათ ეს მომწონს…

როგორც იქნა გადავიფიქრეთ ყავის დალევა და ვგრძნობ არაყის გემოს ლიმონის არომატით.

“I lost my mind that moment. and when i woke up i was at home”

თავის მოვლა და მე ♥

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, თან დიდი ხანია გოგოშკური პოსტი აღარ დამიწერია. მოკლედ, დავიწყე. 

ყველა ქალი (ასე თუ ისე) იყენებს გარკვეულ პარფიუმერიას და ინსტრუმენტებს თავის მოსავლელად. პირველადი, საყოფაცხოვრებო თავის მოვლის საშუალებები, როგორიც არის: საპონი, შამპუნი, კბილის პასტა და ა.შ ალბათ ყველას აქვს. იყო დრო, როცა ჩემს გარეგნობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი და შესაბამისად მთელი ჩემი საზრუნავი მხოლოდ ეს პირველადი ნივთები იყო.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეივონში ვმუშაობდი, ძალიან ძალიან ცოტა რამეს ვიყენებდი საკუთარი თავისთვის. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც იქ მუშაობას თავი დავანებე და გონს რომ მოვეგე, სახლში უამრავი კოსმეტიკური პროდუქცია ისე მელაგა, როგორც საწყობში. ნელნელა და შეპარვით მათი გამოყენება დავიწყე.

Continue reading »

ჩემი ფანჯრიდან…

Tags

, , , , , , , , , , , ,

სანამ მე მეძინა, მეცნიერებს ბევრი საინტერესო რამ გამოუგონიათ. მაგალითად თუ სახეზე სიწითლე გაღიზიანებს, შეგიძლია კრემის საშუალებით საერთოდ გაიქრო ის.  კორპუსები ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ კრემის წასმის დროს (ფანჯარასთან ვდგავარ და) მოპირდაპირე კორპუსის ერთ უფარდო ბინაში ვხედავ როგორ ჩხუბობს წყვილი.

ზოგადსაკაცობრიო მიღწევებზე შეპყრობილი გონებით ვადევნებ თვალს მათ ნერვიულ მიმოსვლას ოთახის ტერიტორიაზე. თან მშვიდად ვინაწილებ კრემს სახეზე. გარეთ თოვლია და ყინავს. უკვე ყველას თავი მოაბეზრა თოვლმა. ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ამბობს ეს თოვლი ძალიან უთავმოყვარეო ყოფილაო.

წყვილის ოთახის მარჯვნივ ჟალუზი იწევა ზემოთ და ვხედავ როგორ სვამს ყავას გრძელთმიანი გოგონა, რომელსაც წელსზემოთ არაფერი აცვია. ნეტავ არ ცივა?

ქვემოთ იყურება. ძალიან ადრეა და ალბათ გონია რომ ვერავინ ხედავს.  სიგარეტს მოუკიდა და ათვალიერებს ეზოს. მხარზე ხელი მოიჭირა და გაიზმორა. ყავას სვამს და რგოლებს უშვებს, თან მინას ორთქლავს.

Continue reading »

Diary Under My Bed

Tags

, , , , , , , , , ,

-ლამაზი ხარ ახალგაღვიძებული, მომწონს შენი აჩეჩილი თმა და დასიებული სახე, ზარმაცი ემოციები და ზანტი მოძრაობა…

-ჰმ..

- როგორი ბანალური ვარ არა? ან იქნებ ზედმეტად სნობი, ამ აზრებს რომ ბანალურს ვეძახი, არადა მართლა მომწონს!

ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა  და აჩეჩილი თმა სარკეში ხელის სავარცხელისებური მოძრაობით შეისწორა. გაზის ქურას მიადგა ძალიან, ძალიან ახლოს და წამის მეასედში გავიგონე ცხელი წყლის ფინჯანის ძირთან შეჯახების ხმა.

დიდი ჭიქა აქვს, შავი, ცისფერი წარწერებით, ან შეიძლება სულაც არაა დიდი, ამ ჭიქის დანახვაზე სულ ყავა ახსენდება.

Continue reading »

ოფიციალურად უმუშევარი

Tags

, , , , , , , , , , ,

პირველი რაც თავში მომივიდა  ის იყო, რომ  არავინ გამიბურღავს ტვინს, როცა ძველი ნაიკებით გამოვალ სახლიდან.

მიზეზი #1 მე არ მაქვს ფული რომ ვიყიდო ახალი

მიზეზი#2 სამსახურში არ ვარ წასასვლელი და რასაც მინდა იმას ჩავიცვამ

სინამდვილეში კი ამ ნაიკების მთელი არმიის ჩაცმის სურვილი ყოველთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უფულობა ან ადგილი, სადაც მათ არ ელიან. მოკლედ, გადავწყვიტე და გამოვედი. უაზრო თვალებით ჩავიარე გრძელი ტროტუარი და ტაქსი გავაჩერე. Continue reading »

ეშმაკი ჩემს საწოლში

Tags

, , , , , , , , ,

ვერ ვიშორებ თავიდან ფიქრს, რომ ეშმაკს ძინავს ჩემს საწოლში. შორიდან გვიყურებს და ისიც ვიცი ეს კარგი არ არის, არასწორია, მაგრამ თითქოს მინდა…

არ ვიცი რა უნდა ვქნა მაშინ, როცა მხოლოდ შენზე ვფიქრობ. იქნებ ამაღამ ისე მოვიქცეთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა.. ნებისმიერ ფასად, მინდა… მინდა და (გამოვიყენებ ამ შანსს ამაღამ)

არ აქვს მნიშვნელობა იცი თუ არა ინგლისური, გრძნობ თუ არა ამ მუსიკას, აუღელვებიხარ თუ არა ეშმაკის დაჟინებულ მზერას და შეხებიხარ თუ არა მის სხეულს შენს საწოლში… თუ მზად ხარ გა(და)იხადო იმისთივს, რაც გინდა…

P.S ეს უბრალოდ სიმღერის ტექსტია ჯგუფ  Nine Inch Nails-ის ძველი ალბომიდან Pretty Hate Machine

კაბა გაზაფხულის სურნელით

Tags

, , , , , , , , ,

გქონია შემთხვევა, როცა რაიმე ნივთი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ნივთი? ანუ როცა ემოციები და ასოციაციები ამ ნივთზე ცდება მის დანიშნულებას? მე ძალიან ბევრჯერ, აი მაგალითად რამდენიმე წუთის წინ, როცა ინტერნეტში ბოდიალისას უმშვენიერეს კაბას მოვკარი თვალი. თვითონ კაბა – ჩემთვის ძალიან უცხო სხეულია, იმიტომ რომ ძირითადად შარვლებით დავდივარ და ძალიან, ძალიან იშვიათად თუ ვიცვამ კაბას. ეს კაბა კი, რომელიც აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული მასში არაა, გაზაფხულის ასოციაციას მიქმნის, თითქოს რომ ჩაიცვამ და გაზაფხულის პირველი მერცხალი ხარ.

 მართალია სინოპტიკოსების ცნობით ამინდი თბილისში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება და რამდენიმედღიან თოვლსაც გვპირდებიან, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით მინდა გაზაფხული ჩავისუნთქო. ამ წუთას მე და კაბა ისევე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც იანვარი და გაზაფხული.

 მაინც მოვა გაზაფხული და თუ გამიმართლებს ასეთ კაბას ვიპოვი… მერე რა რომ ზამთარია? მერე რა რომ ვუბერავ?

რა ხდება ჩემს თავს?!

Tags

, , , , , , ,

როგორც იქნა ჩაიარა ახალი წლის ეიფორიამ და ნელნელა ყველა ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით. მე იმდენად გავზარმაცდი, რომ ბლოგზე წერა კიარა ხანდახან შემოხედვაც კი მეზარება. მაგრამ გპირდებით გამოვსწორდები და დავწერ ხოლმე. ისე, რა უცნაურია არა?! როცა დრო არ მქონდა 5-10 წუთს გამოვნახავდი თუარა აქ შემოვრბოდი. ეხლა დრო საკმაოდ ბევრი მაქვს, მაგრამ სანამ აქ შემოვალ იმდენი რამე მაჩერებს და მაბრუებს აქამდე მოღწევას ვერც ვასწრებ.

→  მგონი აქამდე არ მითქვამს, რომ სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ქალების ონლაინ ჟურნალ Pink.ge-ზე სტატიების წერა (დააწკაპუნეთ ლინკზე თუ გსურთ ჩემი სტატიების ნახვა).  ყოველთვიურად  გასული თვის ავტორებს სვითი (ჟურნალის მთავარი რედაქტორი) ჩაიზე ეპატიჟება და სასიამოვნო გოგოშკური საღამო გამოდის. აქამდე ვერ ვახერხებდი მისვლას, თუმცა დეკემბრის ავტორებთან ერთად იანვარში მოვახერხე. მშვენიერი, სასიამოვნო სიტუაცია იყო, განვიხილეთ რიგი თემები და ჟურნალის თემებსაც გავცდით. ავტორობა ყველას შეგიძლიათ, ვისაც რა თქმა უნდა წერის სურვილი გაქვთ.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოდან აღარ ვმუშაობ. თუმცა ჩემი უმუშევრობა დროებითია, რადგან ამ ეტაპზე სამი სხვადასხვა ვარიანტი მაქვს სამსახურის. არჩევანის გაკეთება ცოტათი მიჭირს. პირველი ვარიანტი მაღალშემოსავლიანია, თუმცა ჩემთვის არასაინტერესო. მეორე ვარიანტი – საინტერესოა, თუმცა შემოსავალი ძალიან დაბალია. მესამეს რაც შეეხება, ჩემთვის საინტერესო და მაღალშემოსავლიანია, მაგრამ 1. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება კარიერული წინსვლა 2. 100%-იანი არაა. იმედია საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ.

 ემოციურად ძალიან გადავიღალე. გადამღალა ბევრმა უარყოფითმა გარემოებამ. თუმცა ჩემში რაც მიყვარს, ეს იმედია, რომელიც არასოდეს მტოვებს, ალბათ ძალიან პატარა ვარ უიმედობისთვის და ყოველთვის ვიცი, სადღაც გვირაბის ბოლოს სინათლეა.  როგორც კი ზედმეტი ფული მექნება, მინდა წავიდე სადმე თბილისიდან შორს, რომ ცოტა განვიტვირთო. ალბათ მიშკასთან ერთად წავალ. Continue reading »

შარშან ახალ წელს.. კიარადა 365 days later! ♥

Tags

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ბავშვობაში ახალი წლის მოახლოება ჩემში შემდეგ ასოციაციებს იწვევდა: საჩუქრები, არდადეგები და უამრავი ტკბილეული. ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ახალი წლის მოსვლას მთელი დარჩენილი 364 ან 365 დღე ველოდებოდი ხოლმე, ხოლო საახალწლო განწყობა მინიმუმ დეკემბრის დასაწყისიდან მქონდა.

რა შეიცვალა მას შემდეგ? მე ისევ ბავშვი ვარ და ისევ მჩუქნიან (ზოგჯერ) საჩუქრებს. ისევ არის ახალ წელს უამრავი ტკბილეული, არდადეგების არარსებობის მიუხედავად. ახალი წელი კი ჩემთვის ეხლა უკვე თრობისა და აღვირახსნილი გართობის ასოციაციას იწვევს, თანაც ეს ყველაფერი იმაზე უფრო ცუდი აღმოჩნდება ხოლმე, როცა მეორე დღეს “პახმელიაზე” ვახელ თვალებს და Continue reading »

სადღაც შორს… ვიღაც შენ

Tags

, , , , , , , , , , , , ,

Zoom out 100%

დიდი სამყარო, დიდი ქალაქები, დიდი ტერიტორიები დიდი შენობებითა და ქუჩებით. ჭიანჭველების არმიასავით შესეული ხალხი მთელ ხმელეთზე ქაოსურად მოძრაობს და ქმნის სამყაროს. რაღაც “მანქანების” დახმარებით დომინირებენ მთელ ამ სფეროში მოქცეულ ბურთივით პლანეტაზე. დიახ, მათთვის ბრუნავს დედამიწა!

Zoom in 50%

სადღაც, დიდი ქალაქის დიდ უბანში, დიდი ქუჩის ერთერთ დიდ კორპუსში, დიდი ბინის დიდ ოთახში, დიდ მაგიდასთან ზის ერთერთი ადამიანი (ერთერთი იმ უამრავიდან) და ტკბება ცხოვრებით, მერე რა რომ კადრის დაშორებასთან ერთად ისიც ჭიანჭველასავით პატარა ხდება ზუსტად ისე, როგორც პატარა ქალაქის პატარა უბნის პატარა ბინაში, პატარა მაგიდასთან მჯდომი პატარა გოგონა.

Continue reading »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.